თბილისის "დინამოს" ტრანსფერები - ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგი მეტს იმსახურებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ჩისკოს დაბრუნებამ გარკვეული მოლოდინები შექმნა, რომ კლუბში ახალი სატრანსფერო პოლიტიკა დაიწყებოდა და ესპანელი მისი დონის თუ არა, მინიმუმ საქართველოს ჩემპიონატისთვის გამორჩეულ ფეხბურთელებს მოიყვანდა, აი, ისეთს, ჩვენი მენეჯერები რომ იტყვიან, ლეგიონერი ადგილობრივზე ორჯერ ძლიერი მაინც უნდა იყოსო.

თუმცა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ამ მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს. საუბარი ზედმეტია ევროთასებზე, ამ ფეხბურთელების კვალიფიკაციაც საქართველოს ჩემპიონატში კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ წინა სეზონში "სამტრედიას" მოჰყავდა ლეგიონერები, რომლებსაც ერთ დროს წამყვან ჩემპიონატში ბურთი გაგორებული ჰქონდა, თბილისელთა ტრანსფერების შემდეგ ესეც სანატრელია.

ვიდეოს გაკეთება და
დამონტაჟება რთული არ არის, მით უმეტეს, სოციალურ ქსელში მისი ატვირთვა. ნებისმიერი ფეხბურთელის სიამიჯო ვიდეოში ამორჩეულია ისეთი კადრები, სადაც ის ნისტერლოიზეც უკეთესია და პუიოლზეც. თუმცა სტატისტიკა, ფეხბურთელის ისტორია, სატრანსფერო ფასი და ა.შ. სულ სხვა რაღაცას ამბობს.

არადა, საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გულშემატკივარი გაცილებით მეტს იმსახურებს, ასეთი ტრანსფერები კი "დინამოში" არაერთხელ გვინახავს, მაგრამ შედეგი არა...

ვინ დაიმატა "დინამომ":

ხოსე პერალესი - მეკარე - 150 000 ევრო
- ესპანეთის მესამე დივიზიონის, მესამე ჯგუფის მეთხუთმეტეადგილოსანი "ბადალონას" სათადარიგო მეკარე. 2018/2019 წლების სეზონში 6 შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში და გაუშვა 8 გოლი. 14 შემთხვევაში სათადარიგო იყო. მანამდე ორი წელი ტარაგონის "ხიმნასტიკის" სათადარიგო მეკარე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, სულ 11-ჯერ იყო განაცხადში, ერთხელ შეცვლაზე შევიდა 65-ე წუთზე და გაუშვა ერთი გოლი; ერთხელაც ძირითადი იყო და ხიხონის "სპორტინგმა" ოთხი გოლი გაუტანა.

აბდელ ჯალილი - ცენტრალური მცველი - 50 000 ევრო
- 2018/2019 წლების სეზონში იყო "გრანადას" მეორე გუნდში, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მე-13 ადგილზეა. 21 წლის ფრანგი ორჯერ მოხვდა განაცხადში, თუმცა არ უთამაშია. ერთხელ გამოძახებული იყო ალჟირის 23-წლამდელთა ნაკრებში, თუმცა არც იქ ათამაშეს. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი უკიდურესობა, აბდელი ახალგაზრდა ფეხბურთელია და შეიძლება ჩვენს ჩემპიონატში ათამაშდეს, თუმცა მას ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან და ისე წავა, როგორც გაუხარდება.

ანტონიო რაულ როხანო - ფორვარდი - 200 000 ევრო - 27 წლის არგენტინელი ამ ზამთარში გახდა თავისუფალი აგენტი, მანამდე ის ესპანეთის მესამე ლიგის პირველი ჯგუფის მე-17-ადგილოსან "ბურგოსში" იყო, რომელშიც ნახევარი წელი გაატარა. 5 შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში და 7 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა, გოლი არ გაუტანია. 2017/2018 წლების სეზონი მან შოტლანდიის ჩემპიონატში მყოფ "ჰამილტონში" გაატარა. 14 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო, 12 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა. სულ მის ანგარიშზე 3 გოლი იყო. მანამდე ის ბოლივიის ჩემპიონატში იყო, სადაც 15 გოლით გამოიჩინა თავი. კონტრაქტი ერთწლიანია.

ფრან კარბია - შემტევი ნახევარმცველი - 400 000 ევრო - დამატებული ფეხბურთელებიდან შედარებით უფრო საინტერესო ეს ტრანსფერია. 26 წლის ესპანელს, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ესპანეთის მეორე ლიგაშიც და მესამე ლიგაშიც აქვს ნათამაშები. ამჟამად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-20 ადგილზე მყოფ "როის დეპორტივოში". მან 2018/2019 წლების სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. მის წინა სეზონში 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

P.S. როგორც ცნობილია, თბილისის "დინამოში" ჩრდილო კვიპროსის ჩემპიონატიდან ერთი ფორვარდი ჰყავთ სინჯებზე.

altთბილისის "დინამომ" ალჟირული წარმოშობის ფრანგი მცველი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 32 /
გუშინ ვინც დაიმატეს მაგათ ვიდეოებს ვეძებდი და ვერცერთის ვერაფერი ვიპოვე, თუმცა რას იპოვი... :(((
გაანებეთ თავი ამ დინამოს, სულ იძახით საჩემპიონო გუნდიაო, როდის მოიგეს ბოლოს თუ გახსოვთ ჩემპიონატი?
ისევ საბურთალო თუ დააბრუნებს თბილისელებს სტადიონზე თორე ამათი ფულის თეთრებას არამგონია წელს ბევრი ქომაგი გამოუჩნდეს...
დაჟე ევროტურნირებზეც ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ და ის 2 კაპიკი რასაც მაყურებლისგან ელოდებიან არ უნდა ვაჭამოთ, ამის ღირსია ბატონი შეფი...
Gio
24 იანვარი 2019 13:03
1
სამწუხაროდ ჩვენი ჩრმპიონატის დონე და გუნდების ფინანსური მდგომარეობა არ იძლევა უკეთესი ფეხბურთელების ჩამოყვანის საშუალებას,ქართველი ფეხბურთელებს საზღვარგარეთ უჭირავთ თვალი, აქაურ ხელფასზე უგუნდოდ დარჩენილი ქართველი ლეგიონერებიც კი არ ჩამოვლენ, უნდა ვაცადოთ უკეთეშის იმედით.
როლო
24 იანვარი 2019 12:44
7
fifia dazinis dinamos gulshematkivrebs, sanam eg ar tava, dinamo sul chaobshi ikneba(ukve davberdi amat molodinshi) , tadi fifia!
qomagi
24 იანვარი 2019 12:26
2
მეტს იმსახურებს გასაგებია, მაგრამ იმას რატომ არ აქცევთ ყურადღებას რა ჩემპიონატში ჩამოდის ლეგიონერი, სად უნდა ითამაშოს, რა მოედნებზე, სად მოუწევს ცხოვრება, როგორი გაშუქება ექნება მის თამაშს და საერთოდ ჩემპიონატს ევროპასა და მსოფლიოში. ეს ლეგიონერებიც რომ მოდიან ამ ეტაპისთვის ძალიან კარგია, რათქმაუნდა ყველას გვსურს ტოპ.მოთამაშეები, მაგრამ ამისთვის არც სათანადო პირობებია რომ ლეგიონერი დააინტერესო და არც ფინანსები. თუ შეიძლება ვთხოვ ავტორს, დაასახელოს ისეთი ლეგიონერები, ვის ჩამოსვლასაც ისურვებდა და მათი სავარაუდო სახლეფასო ბიუჯეტიც გამოთვალოს.
DAVE
24 იანვარი 2019 12:09
16
პირველ რიგში, მადლობა სტატიის ავტორს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რასაც კლუბები ასე ფართოდ არ წარმოგვიდგენენ. ასევე, სრულად ვეთანხმები სტატიის შინაარსს, რომ დინამოს ქომაგები მეტს ვიმსახურებთ ნამდვილად. ესეთი მოთამაშეები, შეიძლება გასავარდნ ზონაში მყოფმა გუნდმა დაიმატოს, რომლის ამბიციაც მხოლოდ უმაღლესში დარჩენაა და იმის იმედად მაინც იქნება, იქნებ ამ ტრასნფერებიდან რომელიმემ მაინც გაამართლოს. ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს ესეთი ფეხბურთელები არ ეკადრება. როგორ დავიჯერო რომ ამ ფეხბურთელებს დინამოს ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები ვერ აჯობებენ. გულით მაინც ითამაშებენ. რაც შეეხება ჩრდილო კვიპროსს, სხვა გვერდებზე კომენტარებს რომ გადავხედე ხალხი აღფრთოვანებული იყო, კვიპროსის ჩემპიონატში ბევრი გოლი აქვს გატანილი და გამოგვადგებაო, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ჩრდილო კვიპროსი არის დეფაქტო რესპუბლიკა, მაგალითად როგორც აფხაზეთი, მას აღიარებს მხოლოდ თურქეთი, და აი ამ დეფაქტო რესპუბლიკის ჩემპიონატში აქვს გატანილი ,,ბევრი გოლი". დანარჩენი ანალიზი თქვენთვის მომინდია.
სიმართლე
24 იანვარი 2019 11:38
1
ერთი და იგივე მეორდება მოყავთ "ჭ" დონის ფეხბურეთელები რომლებსაც რამდენიმე თვეში გაუშვებენ{ ამ ჩვენ საცოდავ ჩემპიონატშიც ვერ ივარგებენ} და ეს არის დიონამოს ხელმძღვანელობის სატრანსფერო პოლიტიკა?
ალეკსანდრე
24 იანვარი 2019 11:37
0
ეს რა არის არ გრცხვენიათ???უპერსპეკტივო უცხოელი დაბალი ლიგის ლეგიონერების თავშესაფარია დინამო??? და ესე გინდათ თქვენ გუნდი გააკეთოთ? არ უნდათ ამათ გუნდის გაკეთება და ეგ არის
kukuri
24 იანვარი 2019 11:36
1
ეს რა უბედურებაა!!! არ გცხვენიათ? ესპანეთის 3 ლიგიდან რომ ფეხბურთელებს ყიდულობთ ესე გინდათ გუნდი გააკეთოთ და დინამო ასახელოთ? ბოლობოლო გუნდია დინამო თუ უპერსპექტივო ჭ კლასში მოთმაშე უცხოელი ფეხბურთელების თავშესაფარი??? ამას ბრაზილიის ჩეპიონატიდან ბოლოადგილოსან გუნდებში მოთამაშე ფეხბურთლები ჩამოგეყვანათ არ ჯობდა??? არ უნდათ ამათ გუნდის გაკეთება და ეგ არის მეტი არაფერი...............
kukuri
24 იანვარი 2019 11:29
1
გულშემატკივრების ბრალია ისე ამდენი წელია ასეთ უაზრობას ითმენენ და წინასწარვე ვიცით რომ ქართული კლუბები ნებისმიერი ქვეყნის გუნდთან განწირულები არიან!რატო ვითმენთ? ამას სხვა ქვეყანაში ვერც გაბედავენ!
აბგდ
24 იანვარი 2019 11:05
0
Adrec ase mogvatyua wina Wels torpedos hefobam. Sad arian exla is legionerebi? Arada matze uketesi bevri adgilobrivi gvyavda. Esaa tvalshi nacris sheyra!
Kika
24 იანვარი 2019 10:59
2

სიახლეები პოპულარული