თბილისის "დინამომ" ალჟირული წარმოშობის ფრანგი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - კლუბის საიტის ცნობით, 21 წლის ალჟირული წარმოშობის ფრანგი მცველი აბდელ მეჯუბი დაიმატეს.

"დედაქალაქელთა რიგებს 21 წლის მცველი აბდელ მეჯუბი შეუერთდა. ალჟირული წარმოშობის ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა ესპანურ "კასერენიოში" დაიწყო, შემდეგ "დონ ბენიტოში" გამოდიოდა, დასრულებული სეზონი კი "გრანადას" შემადგენლობაში ჩაატარა.

ორმაგი მოქალაქეობის მცველმა სექტემბერში ალჟირის 23 წლამდე ნაკრებშიც იასპარეზა. აბდელ მეჯუბი "დინამოში" ერთწლიანი იჯარით გადმოვიდა", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვის სჭირდება ამისთანა ტრანსფერები. მაგათ ჩამოყვანას სჯობია ისევ ასაკიანი მაღალი კლასის მქონე პროფესიონალები ჩამოიყვანოთ ცოტა ხანგრძლივი კონტრაქტებით. ამით საერთო დონესაც აწევთ და კლასიც მოიმატებს. ასევე მაყურებელი მოვა სტადიონზე და ბავშვებისთვისაც მეტი სტიმული იქნება. ეგენი კი ერთი სეზონის შემდეგ ან გაიყიდებიან, ან გაიქცევიან!
G.A.L.
10:22 24-01-2019
6
ევროტურნირი გამოაჩენს მაგის დონესაც და ხელსაც.
sdsadddd
03:38 24-01-2019
1

სიახლეები პოპულარული