5 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურში "ტორპედომ" ბათუმში "დინამოს" 2:0 სძლია.
ანგისას სავსე სტადიონზე მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა. პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ანგარიში აზაცკიმ გახსნა. მან თავურით ნაკუთხურალ ბურთს ალავიძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი მარჯვენა ფლანგიდან დოლიძის გადაცემას ზივზივაძე გამოეხმაურა და - 0:2.
მეორე ტაიმში მასპინძლები ბევრს და ეშედეგოდ უტევდნენ და დამარცხდნენ.
"ტორპედომ" ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, "დინამომ" კი კვლავ წააგო, თუმცა ეს გუნდი კარგად თამაშობს, ჩინებული გულშემატკივრები ჰყავს და მალე უეჭველი უკეთაც იასპარეზებს.
ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 ოლეკსანდრ აზაცკი (17), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (45+3)
დინამო (4-3-2-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, ვაჟა ფაცაცია, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (თორნიკე გაფრინდაშვილი 46), ვალერიან თევდორაძე (კ), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (ნიკოლოზ საბანაძე 70), რომან ჭანტურია (გიორგი ილურიძე 46)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ტორპედო (4-2-3-1): მაქსიმე ქვილითაია, ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე (თორნიკე კაპანაძე 62), გრიგოლ დოლიძე (გიორგი ქიმაძე 75), ბუდუ ზივზივაძე (ანრი ჭიჭინაძე 61)
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი