17 მარტს ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში "სიონმა" ბოლნისში "ვიტ ჯორჯია" მიიღო. 87-ე წუთზე ანზორ სუხიაშვილის პასი გოლად შეცვლაზე შესულმა ზვიად სიხარულიამ აქცია. მატჩის 90-ე წუთზე მასპინძელთა მცველ ნიკოლოზ აფაქიძესა და სტუმართა ფორვარდ ზურაბ ღირდალაძეს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც მატჩის მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა აფაქიძეს ყვითელი, ღირდალაძეს კი წითელი ბარათი უჩვენა.
ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
"სიონი" 1:0 "ვიტ-ჯორჯია"
გოლი: სიხარულია (87)
"სიონი" (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე, ჯაბა უგულავა (თამაზ მაქაცარია 62), დათო კირკიტაძე (ვაჟა ქიქავა 90+5), ვილი ისიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, დავით რაჟამაშვილი (ზვიად სიხარულია 78).
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
"ვიტ ჯორჯია" (3-5-2): ჯონი შეროზია, გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ცოტნე მოსიაშვილი (გიორგი ვასაძე 62), ზურაბ ღირდალაძე, ვანო კურდღელაშვილი (პაატა ღუდუშაური 57), ზურაბ მუსელიანი (დავით საჯაია 75), ნოდარ კიკნაველიძე, რევაზ ჩიტიშვილი, კახაბერ კაკაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე