ბათუმის "დინამოს" სამომავლო გეგმები: 9-მილიონიანი ინვესტიცია, აქციები ფანკლუბს, ტრანსფერები...

AutoSharing Option
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც სამშენებლო კომპანია "ლამინი გრუპი" ბათუმის "დინამოს" სპონსორი გახდა. კომპანია ჯერ კლუბის ოფიციალური მფლობელი არ არის, ეს საკითხი ახლა წყდება, მაგრამ პარტნიორობამ გუნდს შედეგი უკვე მოუტანა - "დინამო" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, დღეს კი იქაც ლიდერებშია და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი შედეგი ტრიბუნებზე ჩანს - აჭარულმა "დინამომ" ის მოახერხა, რასაც ბოლო 30 წელიწადში მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ - ტრიბუნაზე ხალხი მიიზიდა. ბათუმელთა თამაშებზე ახლა მივიწყებული და ასე ნანატრი საფეხბურთო ატმოსფეროა.

...მანამდე ბათუმის "დინამოთი" ერთ-ერთი ქართული
ჰოლდინგი იყო დაინტერესებული, თუმცა ნახევარმილიონიანმა სახელფასო დავალიანებამ საფეხბურთო კლუბის ყიდვის სურვილი გაუქრო, "ლამინი გრუპმა" კი დავალიანება გაისტუმრა და თუკი "დინამო" მფლობელობაში გადაეცემა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სერიოზულ ინვესტიციას გეგმავს.

ფაქტია, ბათუმის "დინამოს" ეს აღმავლობა "ლამინი გრუპის" ხელმძღვანელების - ჯონი ბაკურაძისა და არჩილ ბერიძის უდიდესი დამსახურებაცაა.

რა მიზნით მოვიდნენ კლუბში, რა გეგმები აქვთ და რა სიახლეს სთავაზობენ გულშემატკივრებს? ამას "ლელოსთან" არჩილ ბერიძის ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ...

- დავიწყოთ თავიდან. ბათუმის "დინამოს" პატრონობა რატომ გადაწყვიტეთ?
- უპირველესად იმიტომ, რომ ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ბათუმის "დინამოში" ვყოფილიყავი. ბავშვობიდან ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ეს სურვილი ბიზნესში ჩართვის მერე გამიჩნდა, მაგრამ აქამდე ამის შანსს ვერ ვხედავდი.

- ანუ?
- ფეხბურთში მისასვლელად გარკვეული გარემოა საჭირო, ზოგადად, ქართულ ფეხბურთში კი არასწორი მიდგომები იყო. ახლა მიდგომებიც შეიცვალა და ფეხბურთში მისვლის სურვილიც გამიძლიერდა.

- ასეთი რა შეიცვალა?
- გადამწყვეტი ის არის, რომ ახლა ქართულ ფეხბურთში კორუფცია აღარ არის. დარწმუნებულიც ვარ, დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთი მომგებიანი თუ არ არის, წამგებიანი მაინც არ უნდა იყოს. ეს დღევანდელი მდგომარეობით შესაძლებელი მგონია.

- თუმცა ყველა ბიზნესმენი, სანამ ინვესტიციას განახორციელებს, მაინც მოგებაზე ფიქრობს...
- ფეხბურთი და ბათუმის "დინამო" სიგიჟემდე მიყვარს და პერსპექტივასაც ვხედავ. ამ სფეროში გარდატეხა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაარსებამ შეიტანა. საბაზისო დაფინანსება კლუბების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დახმარება იყო. ბათუმის "დინამოსთვის" მნიშვნელოვანია აჭარის ხელმძღვანელობის არა უბრალოდ თანადგომა, არამედ გულშემატკივრობა. გადამწყვეტი როლი ამ ფაქტორებმა ითამაშა.

- თქვენი სიტყვებია: თუკი ბათუმის "დინამო" თქვენს კომპანიას გადაეცემა, "ლამინი გრუპი" მზადაა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 25-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს...
- დიახ, ლაპარაკია 9-მილიონიან ინვესტიციაზე, მაგრამ აქვე დავაკონკრეტებ, რომ ეს თანხა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება, კლუბს კი დამატებით სხვა ფინანსები მოხმარდება.

- დაახლოებით რა თანხას გულისხმობთ?
- რაც კლუბს ევროტურნირებზე გასვლისთვის დასჭირდება - 5, 10 თუ 20 მილიონს. ამის წინასწარ თქმა ახლა შეუძლებელია.

- ამ ინვესტიციის ფარგლებში, კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ფიქრობთ?
- ლაპარაკია იმ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, რაც დასავლეთ საქართველოში საუკეთესო პროექტი იქნება და კლუბის გამართულ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს - აუცილებელია სავარჯიშო დარბაზები, საფეხბურთო აკადემიისთვის მოედნები, "ანგისას" ბაზაზე სასტუმროს აშენება და 2 მოედნის დამატება, რაც ბავშვების სრულფასოვნად მომზადების საშუალებას მოგვცემს. ამ ყოველივეს მიზანია, რომ ბათუმის "დინამოს" სპორტული კომპლექსი რეგიონში უალტერნატივოდ საუკეთესო გახდეს.

- საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. თქვენი სამშენებლო კომპანიის შეთავაზებაზე დადებითი პასუხი მიიღეთ?
- საკითხს განიხილავენ და "დინამოს" განკერძოებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. დიდი იმედი მაქვს, კლუბისთვის ახალი ეტაპი სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. ახლა ჩვენს ფეხბურთში დიდი პროცესები დაიწყო, ბათუმი ფეხბურთით ცხოვრობს და ვართ აგერ, ფეხბურთის გიჟები და გვერდში დგომა გვსურს. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კლუბის გადმოცემის საკითხი მალე უნდა გადაწყდეს. თუ ასე არ მოხდება, ბათუმის "დინამოს" სიყვარულს ხომ მაინც ვერავინ წამართმევს?!

ინტერვიუს გაგრძელება იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 4 /
ღმერთით, ევროპის ჩემპიონატზე გასაწევ ძალას დავანახებთ, ახალი სტადიონით და გაგვიცნობს და გულშემატკივარი გაუჩნდება მსოფლიოში
ედუარდ
05 ივნისი 2019 00:23
0
ძალიან კარგია ასეთი ადამიანები თუ ფეხბურთს დაუდგებიან გვერდში. იყო კოკაია რომელმაც ზესტაფონი გუნდათ აქცია და ხელი რომ არ შეეშალათ დარწმუნებული ვარ ახლა კარგი და გამართული გუნდი იქნებოდა ეროვნულ ლიგაში. წარმატებას ვუსურვებ ამ ადამიანს და ბათუმის დინამოს, ასევე როგორც ყველა ქართულ კლუბს.
Geo_Dinamo
08 მაისი 2019 11:48
0
ერთი აღმოსავლეთში ფიფიამ ააყვავა თბილისის დინამო და მეორე, დასავლეთში თქვენ ააყვავებთ ბათუმის დინამოს. ჰო და მესამე ქუთაისის ტორპედო ხომ ყვავის და ყვავის საერთოდ აფერისტი ვაი-ინვესტორის ხელში?! დაიკარგეთ აქედან... ქართველი და ფეხბურთის ინვესტორი სად გაგონილა?
ლუკა კუ
08 მაისი 2019 01:23
12
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და იმედინმაქ ფედერეაცია ხელს შეგიწყობთ და გადმოგცემ კლუბს!!! წარმატებები გულით სულით მიხარია ესეთი დამიკიდებულებისათვის! თბილისელი ქომაგი!!
ცოტნე
07 მაისი 2019 18:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული