კრიზისი "ტორპედოში" - Sportall.ge-ს წყაროს ცნობით, ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბის დატოვებას გეგმავს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

"ტორპედოში" კვლავ კრიზისია და საქმე სერიოზულადაა. თუ პირველ წრეში ქუთაისურმა კლუბმა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა, ამჯერად მოთამაშეები წასვლაზე სერიოზულად ფიქრობენ.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ორი თვის პერიოდში, რაც ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ, გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებთან არ გამოჩენილა და მათი შეხვედრა მხოლოდ 2 დღეში შედგება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე გადაწყდება არსებული ვითარება.

ჩვენი წყაროს ცნობით, ფეხბურთელები დავალიანების გადახდას არ ელოდებიან და არ სჯერათ, რომ კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარდება.

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ხელფასის არგადახდის შემთხვევაში, ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბს დატოვებს,
რადგან კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, მოთამაშეებს კი შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბიდან აქვთ.

"ტორპედო" ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩში სტუმრად თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ზაფხულში კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა იასპარეზოს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალური ინფორმაცია გამოგვიგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლუბში ორი თვის დავალიანებაა, სიმართლეს შეესაბამება. კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეჰპირდა, რომ უახლოეს 2-3 დღეში აღნიშნული დავალიანება გასტუმრებული იქნება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელთა ნაწილმა გუნდი დატოვა, რაც ტყუილია - გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება "ლოკომოტივთან" მატჩისთვის. დღეს გუნდი თბილისში ჩავა, სასტუმროში დაბინავდება, ხვალ კი მატჩს გამართავს. რა იქნება ზეგ, ამას დრო გვანახებს, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ისედაც გასაცოდავებულ ჩემპიონატს დასაშლელი გუნდები ნამდვილად არ ყავს.
საკმარისად ვშალეთ ამ ქვეყანაში პერსპექტიული გუნდები და იმიტო ვართ ზუსტად ამ დღეში. ამ შემთხვევაში ვისაც ხელეწიფება ყველა უნდა ჩაერიოს და დაეხმაროს ქუთაისის ტორპედოს ეხლა. მერიამ უნდა დაეხმაროს ფინანსურად პირდაპირი გზით კლუბს და ფედერაციამაც ხელი არ უნდა შეუშალოს ამაში. კი მართალია რო აკრძალულია აქვს ფედერაციას ეგეთი რაღაც მაგრამ გამონაკლისი უნდა დაუშვას და კლუბის დაშლისგან ერთად უნდა ვიხსნათ, ამ წელს ტორპედოს გარეშე ქართული გუნდები ჰაერივით საჭირო 850 ქულას 100% ვერ დააგროვებენ და მოგვიწევს მომდევნო 4 წელი 3 გუნდის გაყვანა ევრო შესარჩევებზე რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის და მთავარი ეს პრეზიდენტის ბრალია 5 მილიონი შეჭამა ჩაჩავამ რაც მისი პასუხისმგებლობის გარეშე არ უნდა დასრულდეს რომ სხვა კიდევ არავინ გაბედოს აწყობილი კლუბის დაშლა წარმატებები ტორპედოს შარშანდელიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტმა გულშემატკივარმა შეიყვარა ეს კლუბი და მომავლის იმედი ჩაუსახა ქართველ ქომაგს სჯობს საკუთარი ცხოვრებისეული კარიერა დაისამაროს ბატონმა ჩაჩავამ ვიდრე ტორპედოს დაშლით მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენოს წვეთოვანზე შეერთებულ ქართულ საკლუბო ფეხბურთს დროულად გამოასწოროს ეს ვითარება თორემ პირადად მის ტყავზე გამოცდის მომდინარე შედეგებს გაუმაძღარი (ბატონი ზაალი)
Anj: Antey
10 მაისი 2019 15:59
0
ტორპედოში ქართულ ფეხბურთთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალი ხელფასებია. შარშან ეტყობა ქონდათ თანხა და ბოლომდეც მივიდა კლუბი და ამ სეზონისთვის გაძლლიერდა კიდეც. უბრალოდ სეცდომა დაუშვეს მართველობაში, როცა ვერ გაითვალისწინეს ის, რომ საბანი სადამდეც გასწვდებოდათ იქამდე გაეშალათ ფეხი. როდესაც მაქსიმალური ხელფასი პირობითად 10,000 ლარია მთელს ბაზარზე და შენ იგივე დონის ფეხბურთელს აძლევ 25,000 ეგაა ცუდი. ეს არ ათავისუფლებს მათ იმ ვალდებულებისგან რაც აიღეს და დაქირავეულმა ფეხბურთლემა უნდა მიიღოს ის რაც ხელშეკრულებით ეკუთვნის, უბრალოდ ასე არ უნდა აეწიათ სახელფასო თამასა. იმედია ამ წელს მაინც გადააგორებენ და ჩაამთავრებენ, რადგან ტორპედო მართლაც კარგი გუნდია და მომავალ წელს ცოტა დაარეგულირებენ თემას რომ იგივე პრობელემების წინაშე არ დადგნენ.
DAVE
10 მაისი 2019 13:02
1
დისლაიქს უბრალოდ დამეჭირა☺რა მაინტერესებს იცით? სად შეიძლება ნახვა ეროვნული ლიგის ტრანსფერების შესახებ, რომელ ფეხბურთელში ვინ რამდენი გადაიხადა ვის რამდენი აქვს ხელფასი, და ასე შემდეგ, ვერ ვნახულობ ვერსად
მმმ
10 მაისი 2019 23:19
0
ვის გაუგია ვიღაც რიგით ბიზნესენს აეღორძინოს კლუბი, კაცს ფული არ აქვს და საიდან ჩადებდა გამაგიჟებს ეს ხალხი, მინიმუმ მილონერი მაინც ხომ უნდა იყოს რო ჩადოს ფული . მილიარდელები არ დებენ ამ ქვეყანაში ფულს და ვიღაც როგითი მცირე ბიზნესმენი ან უბრალო მენეჯერი საიდან მოიტანდა ფულს , კლუბს რო ასხვისებ შემძენის კპიტალით ხო უნდა დაინტერედე საიდან როგორ. რა გარატიებით.
გიოსვანი
10 მაისი 2019 11:31
0
ჩემი აზრით სანამ ფედერაციაში დასაქმებული 50% ყოფილი ფეხბურთელია ახლო წარშულში (ძალიან რბილად რომ ვთქვათ საშუალო დონის), რომელთა დიდი უმრავლესობა ფიზიკურად ვერ მიიღებდა ისეთი ხარისხის განათლება რომ თანამედროვე ფეხბურთის სფერო სწორედ ემართა და მეორე 50% 90 იანების ბოლოდან ერთიდაიგივე სახეებია, კიდევ გავიგებთ ასეთ არასასიამოვნო ინფორმაციებს. თანამედროვე მენეჯმენტის, მარკეტინგის და ა.შ. სპეციალისტებია აუცილებელი, თორემ უკვე ძაან ბევრი დავხარჯეთ და განვითარება არ არის. ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ჩაკეტილია, სწორ ფეხბურთელებთან ძმაკაცობის პრინციპით არის დაკომპლექტებული. ამზე გაცილებით სწრაფად უნდა მიდიოდეს ჩვენი შიდა ფეხბურთის საქმეები წინ.
გიორგი
09 მაისი 2019 17:50
8
საერთოდ რა გააკეთა ამ ზაალ ჩაჩავამ კლუბში?იშოვა ფული იმის ნაცვლად პირიქით რომ უნდა მოეტანა. თვალში ნაცარი შეგვაყარა შარშან როდესაც მდარე ხარისხის ლეგიონერები შემოგვაჩეჩა. არავითარი დაპირებული ინვესტიცია მხოლოდ დაგვაბოლა ხალხი და შეჭამა ფული. არ დაბლოკოთ გთხოვთ!
kaxa
09 მაისი 2019 17:43
1
ტორპედო წარსულის გადმონაშთია ისივე როგორც დინამო. მარტო სახელებია დარჩენილი. 1 თვეში შეიძლება იგივე დონის გუნდის გაკეთება რომელიც იქნება კერძო საკუთრება და არა სახალხო გაუგებარი წარმონაქმნი რომელსაც სულ აგინებენ კარგს აკეთებს მფლობელი თუ ცუდს.
germane
09 მაისი 2019 17:39
16
საქართველოს პირველობა თბილისის პირველობად არ უნდა გადაიქცეს!!! მაყურებელი ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს... გორს გაცილებით მეტი ჰყავს, ვინემ ერთად აღებულს თბილისის ყველა გუნდს. სამწუხაროა, მაგრამ თბილისს ფეხბურთი აღარ აინტერესებს...
tngh
09 მაისი 2019 16:52
5
თავიდანვე ეტყობოდა, რომ არაფრის ჩამდები ეგ არ იყო!! წაიკითხეთ თქვენივე სტატია, სადაც ეგ პიროვნება ანგარიშობდა. ნორმალურად და ნეიტრალურად მოაზროვნე ამას მაშინვე მიხვდებოდა, მაგრამ....მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო....
Hm
09 მაისი 2019 16:11
0
აუჰ რა ამბები გვახარეთ ძლივს რაღაცას დაამსგავსეს ბათუმმა და ქუთაისმა ჩემპიონატი და ეს რა ხდება მაგას ჯობს ჩემპიონატიც გააუქმედ თუ დინამოს ცარიელ ტრიბუნებზე გირჩევნიათ ფეხბურთის ყურება სამტრედიელბს ერთი სული გვაქ როდის გადმოვალთ უმაღლეს ლიგაში იმიტომ რომ ბათუმში და ქუთაისში ჩასვლა და პირიქით მათი სტუმრობა დიდი ზეიმი იქნებოდა ჩაჩავას და ბევრ სხვას ხალხის ეს ტრაგედია არ შერჩება ტრაგედიაა როცა ქალაქი ფეხბურთით ცოცხლობს და იმასაც უკლავ .
samtredski
09 მაისი 2019 15:45
2
ადმინ,
ნუ დაბეჭდავთ, იქნებ შეისწავლოთ. რაღაც ჭორი დადის, ვინც ჩინელებთან დაამყარა კავშირი ყველა მძიმე დღეშიაო. ოღონდ ვიმეორებ, ჭორი დადის.
ჰაჰა
09 მაისი 2019 15:43
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული