კახაბერ ჩხეტიანი: ჩინელი სპონსორები წავიდნენ - იმედია, უფალიც დაგვიფასებს ყველაფერს

AutoSharing Option
10 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "ლოკომოტივის" დამარცხების (3:1) შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა გააკეთა.

"ყველა საუბრობს იმაზე, რა პრობლემებიცაა გუნდში. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ეს მათ არ ეტყობათ. ისინი გულშემატკივრების გულისთვის თამაშობენ.

დიახ, არის ფინანსური პრობლემა, ჩვენი პრეზიდენტი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, დღეს ღამე ჩამოდის, ხვალ გუნდს შეხვდება. როგორც მითხრა, ჩამოდის ახალი ინფორმაციით და ის იტყვის რა და როგორ იქნება მომავალში.

ვიმედოვნებ, რომ გააგრძელებს გუნდის სპონსორობას. ყველამ იცით ალბათ, ჩინელები, რომლებიც კლუბში იყვნენ, წავიდნენ და ახალი სპონსორის ძიებაში
ვართ. იმედია, ყველაფერი დალაგდება და "ტორპედო" გააგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

კარზეა მომდგარი ევროპა ლიგის გათამაშება, სადაც ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ.

ბიჭები ვარჯიშს და თამაშს აგრძელებენ, ისინი პროფესიონალები არიან. მათ ეს დაამტკიცეს, პირველი წრის შემდეგ მაინც ვერავინ ვერ წავა. ფეხბურთელებს ვუთხარი, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, თამაშის ხასიათზე არაა, ოჯახში პრობლემა აქვს, ეთქვათ, მაგრამ ვხედავთ, რომ ბოლომდე იხარჯებიან.

უფალიც დაგვიფასებს ყველაფერს. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ქუთაისლებს როგორ უყვარს ფეხბურთი ყველამ ვიცით,ბიჭებიც თამაშობენ,მაგრამ უხელფასოდაც ძნელია,ოჯახი.ჰყავს ხალხს სარჩენი,მე ბათუმელი ვარ და არ ვიცი კარგად,აბა ტორპედო კერძო გახდაო და ინვესტიციებიო და რა ვიცი,უბრალოდ კარგი გუნდია,ქუთაისი და ქუთაისლები ყველას.გვიყვარს,ერთი კარგი სპონსორი მაინც მოუძებნონ,ის სიცოცხლით სავსე ქალაქი უნდა გახდეს,ხომ იყო ესე იგი შესაძლებელია,წარმატებებე ტორპედოს წარმატებები ქუთაისს და ქუთაისლებს.
გოჩა
11 მაისი 2019 09:08
0
და ჩაჩავა რას აკეთებს? რისთვის მოვიდა? ფულის საკეთებლად? საკმარისი ფული მიიღო ტორპედომ ევროტურნირებიდან და ფედერაციისგანაც სად წაიღო ჯიბეში? მოკლედ რა არავინ არაფრის მომკითხავი არ არის ამ ქვეყანაში!!!
ნიკა
11 მაისი 2019 11:45
0
გაუგებარია რას ქვია მოვიდნენ და მიდიან? რა არავითარი ვალდებულება არ ქონდათ აღებული სპონსორად მოსვლის დროს? ქუთაისი და კერძოდ ტორპედო მეტს იმსახურევს. წარმატებას გისურვებთ ქუთაისელებო.
Geo_Dinamo
11 მაისი 2019 11:05
0
ქვეყნის რომელ გუნდსაც არ უნდა შეექმნას პრობლემა ეს მთელ ლიგაზე საშინლად იმოქმედებს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
თბილისი
11 მაისი 2019 10:24
0
და რატომ წავიდნენ სპონსორებიო? ვერ გავიგე, იქნებ თქვათ საჯაროდ ერთხელ მაინც სიმართლე და კაიბიჭობა დაივიწყოთ ცოტა ხნით. რა უფრო კაიბიჭობაა, დუმილი თუ სიმართლის თქმა, ეგ კიდევ ცალკე თემაა.
11 მაისი 2019 12:40
1
გაათეთრეს ერთი- ორი ტრაილერი ფული და მორჩა კინო... აბა სულ ტორპედოს სიყვარულში და ზრუნვაზე ფიქრში ათენებენ...
რიგითი
11 მაისი 2019 14:49
0
ხელშეკრულებაზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი?კონტრაქტი არ დადებულა?ასე უეცრად როგპრ შეიძლება ეს მომხდარიყო?ალბათ თავისი გაინაღდეს და წავიდნენ.
სოსო
11 მაისი 2019 08:44
0
სად წავიდა უეფადან დარიცხული 3 მილიონი ევრო.ვინ კრიშავს ასეთი ამ ჩაჩავა დ ამპალს.
Gio
11 მაისი 2019 19:44
0
ჟურნალისტებს მინდა გკითხოთ, რატომ არ გიჩდებათ კითხვა, რატოა ამ დღეში ტორპედო, როდესაც სპონსორის გარეშეც, მხოლოდ უეფადან მიღებული ფული, რამდენიმე მილიონი ლარი იყო! პლიუს ფონდის დაფინანსება, სად წავიდა ამდენი ფული?
gioT
11 მაისი 2019 18:33
0
წველეს ჩინელები ამდენხანს და სანაცვლოდ რა მიიღეს?
gia
11 მაისი 2019 22:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული