11 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 3:2 დაამარცხა.
ტურის ცენტრალური მატჩმა ბათუმში უდიდესი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე პირთამდე გაივსო.
დასაწყისი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიში მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანით გახსნეს - შეტევაში ჩართული 31 წლის მარცხენა მცველი ჩალაძე საჯარიმოში შენგელიამ წააქცია, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი თევდორაძემ უზადოდ გამოიყენა. ამის შემდეგ ზღვისპირელები ინიციატივას დაეუფლნენ და აქტიურმა ჩალაძემ შორიდან ლამაზი დარტყმით დალაშქრა პერალესის კარი.
მეორე ტაიმში ბათუმის "დინამომ" ორი ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გაფრინდაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ბათუმის "დინამო" 25 ქულით გალიდერდა, თბილისის "დინამო" კი 20 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.
ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 3:2
გოლები: 1:0 ვალერიან თევდორაძე (23, პენ), 2:0 ლაშა ჩალაძე (35), 2:1 გურამ ადამაძე (76, საკ. კარში), 2:2 ალეფ სანტოსი (86, საკ. კარში), 3:2 თორნიკე გაფრინდაშვილი (90+3)
დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (გიორგი ჯანელიძე 80), ვალერიან თევდორაძე (კ) (თორნიკე გაფრინდაშვილი 59), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე (ალეფ სანტოსი 78), ჯოვინო ფლამარიონი
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (გიორგი ზარია 66), აკაკი შულაია (ირაკლი აზაროვი 59), გიორგი პაპავა (ანტონიო როხანო 82), ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, ლევან კუტალია
მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
ბათუმელების წყალი გადასხმოდეს სრულიად ქართულ კლუბებს და ქართველ ქომაგებს!
ვულოცავ ბათუმის რაგბის კლუბს საქართველოს ჩემპიონობას!
ბათუმის დინამოც იმსახურებს ჩემპიონობას!