ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ლოკომოტივმა" დამსახურებულად გაიმარჯვა - ეს ის თბილისის "დინამო" აღარაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "ლოკომოტივმა" თბილისის "დინამო" 3:1 დაამარცხა.

უპირატესობას თავიდანვე "ლოკომოტივი" დაეუფლა, გოლი კი კურიოზული გაიტანა - სრულიად უწყინარ სიტუაციაში ფეხი გადაუბრუნდა და წაიქცა მეკარე სიკაჩი და სამურკასოვს ისღა დარჩენოდა, ბურთი კარში გადაეგზავნა. "დინამოს" ლიდერი შენგელია აკლდა და აშკარად უჭირდა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა.

შესვენების შემდეგ ნინუამ შორიდან შესრულებული ჩინებული საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა, თუმცა "ლოკომ" შემდეგ ორი გოლი გაიტანა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ჯერ ინჯგიამ აქტიური სამურკასოვის გადაცემით დაამწუხრა შეცვლაზე შესული პერალესი, ხოლო ბოლოს უკვე ინჯგიამ უპასა
საგოლედ სიხარულიძეს.

რაც შეეხება "დინამოს", მისი თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან უნიათოდ და უინიციატივოდ გაისარჯა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ლოკომოტივი 1:3
გოლები: 0:1 დავით სამურკასოვი (24), 1:1 ნიკა ნინუა (54), 1:2 რევაზ ინჯგია (78), 1:3 ირაკლი სიხარულიძე (90+1)

დინამო (თბ) (4-2-3-1): სტეფან სიკაჩი (ხოსე პერალესი 26), გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, ირაკლი აზაროვი, ნოდარ იაშვილი (ანტონიო როხანო 80), გიორგი კუხიანიძე (ბაქარ ქარდავა 46), აკაკი შულაია, გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა, დავით სამურკასოვი (ლაშა გვალია 90+1), თეიმურაზ შონია, ოთარ კობახიძე (რევაზ ინჯგია 66), თორნიკე ძებნიაური, თორნიკე კირკიტაძე (დავით ჯიქია 86), ირაკლი სიხარულიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
მკითხველის კომენტარები / 12 /
ფიფია აზრზე მოდი, დროზე გაუშვი არაფრის მცოდნე ესპანელი მწვრთნელი უკლასო ესპანელ ფეხბურთელებთან ერთად, ან საერთოდ თავად წადი.
dato
23:21 15-05-2019
1
ფიფია წადი, მოგვშორდი, დაგვაავადე უკვე, რას გვერჩი, წადი რა ბოლოს და ბოლოს.
emigranti
00:22 16-05-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული