"საბურთალო" მზადაა, მძიმე ვითარებაში მყოფ "ტორპედოს" დახმარების ხელი გაუწოდოს!

AutoSharing Option
როგორც იცით, ქუთასის "ტორპედო" ფინანსური პრობლემების გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და "საბურთალომ" მისი დახმარების საშური სურვილი გამოთქვა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჩემპიონმა განცხადება გაავრცელა.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქუთაისის "ტორპედოს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. უპირველესად, გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემასა და თანადგომას კლუბისა და მისი განსაკუთრებული გულშემატკივრების წინაშე. "ტორპედოს" მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამ ისტორიას სათანადო გაგრძელება სჭირდება.

კლუბის ბოლოდროინდელმა წარმატებამ ფეხბურთის ქომაგებს ჩაუსახა იმედი და რაც მთავარია, საგრძნობლად გაზარდა კონკურენცია ეროვნულ ჩემპიონატში.

ს.კ. "საბურთალო" ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამართლიანი თამაშის
წესებს. ასევე, ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის გაზრდას კლუბებს შორის. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნაცვლად "ტორპედოს" შესუსტებისა, ყველა კლუბმა უნდა ვიზრუნოთ ძლიერი "ტორპედოს" შესანარჩუნებლად, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის და წინსვლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ უახლოეს პერიოდში კლუბს მოუწევს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა ევროპულ სარბიელზე.

"საბურთალო" მზაობას გამოთქვამს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და კლუბებთან ერთად იმსჯელოს და გამონახოს საშუალება "ტორპედოს" დასახმარებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვისურვებდი მსგავს სიტუაციაში არავინ გვენახოს, მაგრამ სამაგალითო სოლიდარობაა, თქვენი წყალი გადაესხას მთელ საქართველოს!
Irakli Apkhaidze
17 მაისი 2019 10:20
0
ყოჩაღ საბურთალოს, სასახელო მამულიშვილური ადამიანების ნაფიქრალია და რა თქმა უნდა ყველა უნდა მიხვდეს. თუ ტორპედო დაიქცევა ამით ბევრი დააკლდება ქართულ ფეხბურთს.
Geo_Dinamo
17 მაისი 2019 11:00
1
ნამდვილად მისაბაძი საქციელია! ყოჩარ საბურთალო!
გიო
17 მაისი 2019 11:22
0
ყოჩაღ ბიჭებო!!!! მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა გადაგვარჩენს და გაგვაძლიერებს!!! იმედია სხვებიც დაგიდგებიან მხარში!!!!
anzori babunashvili
17 მაისი 2019 09:27
1
კლუბების შარშანდელი შემოსავლები რომ გამოქვეყნდა, ევროტურნირებზე მიღებული თანხების ჩავლით ისე ჩანდა ტორპედოს არაფერი უნდა გაჭირვებოდა და რა მოხდა ამ მოკლე პერიოდში ასეთი რომ კლუბი გაკოტრების პირასაა?!
Irakli
17 მაისი 2019 12:35
1
ჩვენ, ქომაგებს გვაინტერესებს,თუ რას გვეტყვის დიდი ამბიციებითა და დანაპირებით მოსული ფაღავა შექმნილ ვითარებაზე.
sake
17 მაისი 2019 09:34
1
ეს ვითარება რაც გუნდში ხდება არარის კარგი, ასეთი ხელფასები რაც ფეხბურთელებს აქვს, ჩვენი ჩემპიონატისთვის არის ძალიან დიდი,ამან გამოიწვია ფინანსური კრიზისი,ეს თავში უნდა ცოდნოდათ გუნდის მართველებს
fani
17 მაისი 2019 09:48
3
ეს რა ერთი ადგილის თამაშია. ფინანსურად გაფუჭდა არის პრობლემა და უნდა კანონმა მოიკითხოს დამნაშავე. რას ნიშნავს ამათი მხრიდან დახმარება, ან ფონდი რა უფლებით დაეხმაროს ან მითუმეტეს ფედერაცია. საბურთალო რომ დაეხმარება შემდეგ სეზონში რამდენი ქულით უნდა დასაჩუქრდეს? ან საბურთალო მაგას როკორ იკადრებს.
გურამი
17 მაისი 2019 13:07
9
სამაგალითო სოლიდარობა მართლაც მისაბაძი
vova
17 მაისი 2019 12:57
2
ყოჩაღ!!!
გადასარევი გიორგი
17 მაისი 2019 13:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული