"ტორპედო" ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება" - ზაალ ჩაჩავა კლუბში რეორგანიზაციას ადასტურებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" ფინანსური კრიზისი რომ არის, ამას უკვე აღარავინ მალავს. ეს კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ და მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმაც დაადასტურეს.

ქუთაისელთა Facebook-გვერდი კლუბის პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს:

"პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა, კლუბი აგრძელებს ფუნქციონირებას და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ "ტორპედო" ევროტურნირებზე გავიდეს და ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს.

რაც შეეხება ძირითად გუნდს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქნები გულწრფელი და ალბათ, ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს, რომ მოხდება გუნდის
რეორგანიზაცია.

ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლის შემდგომ, თითქმის სამი წელია, "ტორპედოს" ძირითადი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალია საქართველოში და ჩვენი ფეხბურთელების ხელფასები თითქმის უთანაბრდება მათი უცხოელი კოლეგების შრომის ანაზღაურებებს.

წელსაც ყველანაირად ვცდილობდი, გამეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი და ვარსკვლავური გუნდი შემენარჩუნებინა, მაგრამ უცხოური ინვესტიციის გარეშე, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს საკმაოდ ძნელია.

პირდაპირ ვიტყვი, იანვარში ამ გუნდის დაკომპლექტება და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა იმ პერსპექტიული შემოსავლის იმედად, რომლის მიღებასაც ვგეგმავდით უცხოელი ინვესტორის დაფინანსების ხარჯზე, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვეცადე და ახლაც ძალიან ვცდილობ, შევინარჩუნო “ტორპედოს” ისტორიაში საუკეთესო გუნდი, თუ ეს ვერ მოხერხდება, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ისევ მე დამწყდება გული, მაგრამ ერთხელ უკვე შევძელით და დამიჯერეთ, ისევ შევძლებთ გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი და გავახაროთ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი.

"ტორპედო" ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ჩვენ ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ.

დაბოლოს, რაც შეეხება პირადად ჩემ მიმართ არსებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია და ამით ძალიან ბევრს გავახარებთ."

"ტორპედო" ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 23 ქულით მესამე პოზიციაზეა და 20 მაისს "რუსთავს" უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა უცნობია, ამ დროისთვის ფეხბურთელების რა ნაწილი იქნება დარჩენილი ქუთაისურ კლუბში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მჭედლიძემ და ოქრიაშვილმა რაც წვერი მოუშვეს მერე "გოსპიტალის კოიკიდან" ვეღარ წამოდგნენ!
aburjga
10:21 17-05-2019
0
რა ვერ გავიგე იცით, ამ კაცს გიჯები ვგონივართ თუ რა არის , ჯერ ამბობს რომ თუ მაისის ბოლომდე ფულს ვერ ვიშოვი წავალო, მერე კიდე რომელ რეორგანიზაციაზე გვიყვება ზღაპრებს, ვინ ეკითხება ერთი წასულ პრეზიდენტს რეორგანიზაცია იქნება თუ არა. არ მიდის ჯიგარი ეტყობა ჰო - თუ ფული არ იქნა? თუ ფული იქნება რეორგანიზაცია რაღა საჭიროა. ჭრელო პეპელაო რაღა - ნურც გაფრინდები და ნურც მოფრიდებიო .
la masia
15:46 16-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული