ფოტო: facebook.com/საფეხბურთო-კლუბი-გურია-ლანჩხუთიfc-Guria-Lanchkhuti
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული ლანჩხუთის "გურიას" მეკარე რატი იმერლიშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
როგორც ადვოკატმა მაია ყანადაძემ სუს-თან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუს-მა ბრალი დღეს წარუდგინა. ადვოკატის თქმით, სპორტსმენი ფიქრობს, რომ უდანაშაულოა და დუმილის უფლებას ინარჩუნებს.
"გამოძიება ედავება თამაშზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით თანხის აღებას. ამ შემთხვევაში, თუ არ ვცდები, საუბარია 4000 ან 5000 დოლარზე. საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადმომცემია", - განაცხადა ადვოკატმა.
მაია ყანადაძის განმ
"ეს არ არის ჩვენს ეპიზოდზე. თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის ეპიზოდზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ამ ვიდეოში და არც არანაირ ვიდეოში არ ფიგურირებს", - განაცხადა ადვოკატმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულია ჯამში 11ფეხბურთელი. ყველა მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით