თბილისის "დინამოს" 30 წლის მეკარე სტეპან სიკაჩს ანკარაში ოპერაცია გაუკეთეს.
კლუბის საიტის ცნობით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, ფეხბურთელი რამდენიმე დღეში დაბრუნდება და რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.
სიკაჩმა 16 მაისს "ლოკომოტივთან" მატჩისას წინა ჯვარედინი იოგი დაიზიანა და სავარაუდოდ, 6 თვე მოუწევს უქმობა.
"დინამო" გოლკიპერს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.