თბილისის "ლოკომოტივის" მიმართვა თბილისის "დინამოსა" და სტეფან სიკაჩს

AutoSharing Option
"ეროვნული ლიგის მატჩში, თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის, დინამოელთა მეკარემ - სტეფან სიკაჩმა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ფეხის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. გოლკიპერს საკუთარ საჯარიმოში ფეხი დაუცდა და დაეცა, რის შემდეგაც მის კარში გოლი გავიდა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დინამიკურ ეპიზოდში „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა დავით სამურკასოვმა წესების სრული დაცვით იმოქმედა. მას არ შეუნიშნავს მეტოქე გუნდის გოლკიპერის ვარდნა, რომელიც ტრავმით იყო გამოწვეული და ყველაფერი წამის მეასედში მოხდა.

აქვე, ჩვენი კლუბისა
და ფეხბურთელების სახელით, ვაფიქსირებთ, რომ ზედმიწევნით ვიცავთ სამართლიანი თამაშის - ფეარ-პლეის პრინციპებს და მომავალშიც აუცილებლად ასე იქნება. ვწუხვართ, რომ ზემოხსენებული ეპიზოდი სტეფან სიკაჩის ტრავმით დასრულდა.

სიკაჩს თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ფეხბურთელი რამდენიმე დღეში დაბრუნდება და რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.

მთელი კლუბის სახელით, ვუსურვებთ სტეფანს მალე გამოჯანმრთელებასა და მოედანზე დაბრუნებას".

fcloco.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი პირადი პატივისცემა "ლოკომოტივს". ყოჩაღ, ვაჟკაცური და სასიამოვნო ჟესტია თქვენი მხრიდან ასეთი განცხადება. წარმატებებს გისურვებთ
დინამოელი
24 მაისი 2019 01:32
1
უარესი ტრამვების შემთხვევაშიც გაუტანიათგოლო და არაფერი საბოდიშო არ არის. ეს მხოლოდ ფილმებშია, „თუ მოწინააღმდეგის მოთამაშე წაიქცევა მიდი წამოაყენეტ და ბოდიში მოუხადეთ და კიდევ დინამოს ბაზაზე დაპატიჟეთო“ და კიდევ იასონმა გაადააგდო ბურთი გვერძე და მეკარე წამოაყენა ხომ არაფერი დაგიშავდაო. ახლანდელი ფეხბურთი კი სიმულაციის ცენტრად გადაიქცა. ვინ სად წაიქცევა, თუ ყველაფერზე თამაში გაჩერდა, კიდევ ეგ აკლია ქართულ ფეხბურთს? თავდამსხმელი მოვალეობა შეტავა და გოლის გატანაა და არა სამედიცინო დახმარება.
გიზოგ
23 მაისი 2019 15:44
1
სწორია, წესები არ დაურღვევია. ხოლო კაცურად რომ მოიქცე, ამისთვის ფაშისტი პაოლო დი კანიო უნდა იყო.
alexandre
23 მაისი 2019 14:03
0
რამოდენიმეჯერ დავაბრუნე ეს მომენტი, ყურადღებით და კრიტიკული თვალით მივადევნე პროცესს თვალი. ვერცერთი ქვეყნის, ვერც ერთი გუნდის ვერცერთი ფეხბურთელი სხვანაირად ვერც მოიქცეოდა და არც უნდა მოქცეულიყო, რამდენადაც იმ მომენტში სამურკასოვის თვალთა ხედვის არეში მეკარის მდგომარეობა და ყოფნის ადგილი ნამდვილად ვერ მოექცეოდა. ასე, რომ არც გუნდს და არც ფეხბურთელს საერთაშორისოდ აღიარებული წესი არ დაურღვევია.
ნუგზარი
23 მაისი 2019 00:56
3
ისე ხედავდა იმ მეკარეს როგორც ორჯერ ორი ოთხია. სხვებიც ვერ ხედავდნენ ხვევნა კოცნა რომ ატეხეს?
martlaaa
23 მაისი 2019 10:35
4
მეკარეს ვერ ხედავდა-გასაგებია მაგრამ გოლის აღნიშვნის მერე რომ მისულიყვნენ საკაცეზე დაწოლილ მეკარესთან უკეთესი იქნებოდა.
REZO
23 მაისი 2019 08:06
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული