ქუთაისის "ტორპედოს" ფანები ლევან კობიაშვილისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს"ფანები ლევან კობიაშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურნენ. მათ მიმართვის ტექსტი "ფეისბუქგვერდის" საშუალებით გაავრცელეს.

sportall.ge უცვლელად გთავაზობთ ქუთაისელი გულშემატკივრების განცხადებას:

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მან "ტორპედოს" ფინანსურ კრიზისზეც ისაუბრა.

პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ "ტორპედოს" მხარს მხოლოდ ტრიბუნაზე არ ვუჭერთ. ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი ჩართულია კლუბის ყოველდღიურობაში - ვესწრებით თითქმის ყველა ვარჯიშს, გვაქვს უშუალო კომუნიკაცია როგორც მწვრთნელებთან და კლუბის ხელმძღვანელ პირებთან, ისე ფეხბურთელებთანაც. შესაბამისად, ვხედავთ რეალობას!

ყველაზე
კარგად ვხედავთ, თუ რამხელა შრომას დებს სამწვრთნელო შტაბი იმისთვის, რომ "ტორპედო" წარმატებული კლუბი იყოს. ვხედავთ, მიუხედავად არაერთი პრობლემისა და უფულობისა, როგორი მონდომებით გამოდიან ფეხბურთელები ჯერ ვარჯიშზე, შემდეგ - თამაშზე. ვხედავთ იმას, რაც, სამწუხაროდ, ვერ ან არ დაინახა ლევან კობიაშვილმა!

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის სრული მხარდაჭერა გამოეხატა, შეურაცხყოფა მიაყენა სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს. მისი თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მიერ გაკეთებული კომენტარი სრული უაზრობა იყო... ეს კი ჩვენთვის, "ტორპედოს"ერთგული ფანებისთვის, მიუღებელი ტონია, ისევე, როგორც ფეხბურთელების მისამართით "ნასროლი ფრაზები". ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ინტერესების დამცველი უნდა იყოს, ვერ ავიტანთ მსგავს რეპლიკას. ვერ ავიტანთ მსგავს ბრალდებებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენთვის ყოველდღიურად ბევრ ოფლს ღვრის.

აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ლევან კობიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც "ტორპედოს"ფანებმა ფინანსური კრიზისის დროს დახმარების თხოვნით მივმართეთ. ის დახმარებას დაგვპირდა, თუმცა ამის ნაცვლად მისგან ჩვენი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები მოვისმინეთ, თანაც - საჯაროდ, რასაც ვერავის ვაპატიებთ!

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადოს კლუბის უკლებლივ ყველა იმ წევრს, ვინც "ტორპედოს" არსებობისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. ბოდიში მოუხადოს ადამიანებს, რომლებიც გაჭირვების დროს სხვებივით მატჩის გარიგებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ გადიან და მოედანზე სულსა და გულს დებენ. გადიან მოედანზე და ჩვენთვის თამაშობენ, იგებენ! იმ შემთხვევაში, თუ ლევან კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, მაშინ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქუთაისელი გულშემატკივრების აღნიშნული რეაქცია მოჰყვა ლევან კობიაშვილის სიტყვებს, გარიგებული თამაშებზე საუბრისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ ვითარებასაც შეეხო.

"ველაპარაკე ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი კომენტარები გააკეთეს. "ტორპედოს" ბოლომდე გვერდში დავუდგები. მაგრამ ეს გუნდი სულ იქნება. ჩემთვის კი გაუგებარია ის უაზრო კომენტარები, რაც "ტორპედოს" წარმომადგენლებმა გააკეთეს. რას ნიშნავს არ ვითამაშებ და გუნდი დაიშლება? გაცილებით დიდი ქვეყნებია, სადაც ხელფასებს ექვსი თვე ვერ იღებენ, მაგრამ არ ამბობენ, რომ სათამაშოდ არ გავლენ. პრობლემები ერთად გადავჭრათ და პატივი ვცეთ გუნდს, გულშემატკივრებს და მოვეშვათ ამ უაზრო კომენტარების კეთებას", – აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
კობიაშვილს და საერთოდ თბილისს უნდა რომ ქუთაისი იყოს მესამეხარისხოვანი სოფელი და ამ დონეზე მაღლა არ ავიდეს არასოდეს. ესაა საწყენი და ეს დაიჭირეს კობიაშვილის სიტყვებში ქუთაისელმა გულშემატკივრებმა.
დავითი
28 მაისი 2019 12:20
3
კერძო კლუბი არ უნდა იყოს სახელმწიფოს ფულზე დამოკიდებული, მითუმეტეს კომერსანტის მიერ ნაყიდი კლუბი.
კლუბი გაიყიდა და დამთავრდა მისი როგორც არაკერძოს ისტორია,აწი კერძო მფლობელმა თვითონ აგოს პასუხი კლუბის ფანების, გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების წინაშე.
რაა აქ გაუგებარი?
მრავალჯერ უჭირდა ლოკომოტივს, ვიტ-ჯორჯიასაც და სხვებსაც მაგრამ ასეთი ვაი-ვიში არ ამტყდარა.
artanuj
27 მაისი 2019 12:07
0
ლევან. მაგრად გეშლება. ყველა შენსავით მილიონერი კი არ არის. ეგ ხალხი ხელფასით ოჯახებს ინახავს.
ნიკა
24 მაისი 2019 15:13
4
კობიაშვილი ჯერ თვითონ გაერკვიოს პარლამენტის დეპუტატია თუ სპორტული სამყაროს წარმომადგენელი და მერე აკრიტიკოს ტორპედო. ფედერაცია იმიტოა უმაქნისი რო მისი თანამშრომლები საქმის კეთების ნაცვლად უვარგისი კობიაშვილის დასაცავი კომენტარების წერით არიან დაკავებულნი.
თბილისი
24 მაისი 2019 12:56
8
Namdvilad araperi utqvams am kacs sabodisho. Ar vicodi ra tqva, statiis bolos gavige.
Rezo
24 მაისი 2019 10:44
3
"უაზრო კომენტარი გააკეთა ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმაო"- ასე თქვა კობიმ იმ თავის გამოსვლაში. ჩემი გადმოსახედიდან იმ ბრიფინგის დროს რომელიც საერთოდ სხვა პრობლემას ეხებოდა, არ უნდა ეხსენებინა ტორპედო. ტორპედოს შიგა პრობლემა აქვს რომელიც მოგვარდება, ხოლო იმ ფეხბურთელებმა რომლებმაც თამაში მოპარეს გულშემატკივარს, დიდ ფეხბურთს ვეღარასოდეს ითამაშებენ!
ბოდიში? ბოდიში არ ვიცი, მაგრამ ბოდიშის მოხდა კონკრეტულომა ადამიანთა ჯგუფმა მოითხოვა, ხოლო იმ კომენტარებში რასაც ამ სტატიის ქვემოთ ვკითხულობთ ქუთაისზე და ქუთაისელ ხალხზე, რავიცი რა გითხრათ, დიდი მადლობა!
ჩვენ ვართ ტორპედო!..
24 მაისი 2019 10:28
1
bodishi ristvis unda moixados? imistvis ro xelfasis argacemistvis gundis dashla arasworiao?
romandro
24 მაისი 2019 01:00
1
რაა აქ საბოდიშო, მე ქუთაისში ვცხოვრობ მარა აქ ბოდიშის მოსახდელი არაფერია
გია
23 მაისი 2019 22:39
1
თქვენ "ფანები" ხართ თუ "ძველი ბიჭები"?! რა ბოდიშებს ითხოვთ, ან რა თქვა ისეთი, ან რა გგონიათ თქვენი თავი ასეთი?!
ზოგადად ადვილი შესამჩნევია, რომ ამ ქუთაისელებს გახასიათებთ ეს უაზრო სიამაყე. არაა საჭირო. ზედმეტია. ადამიანი რაც უფრო თავმდაბალია, მით უკეთესია! დაიმახსოვრეთ ეს!
არ დამიწყოთ ეხლა ქუთაისელები არ გიყვარსო და მსგავსი სისულელეები! ქუთაისიც, მთლიანი იმერეთიც, სამეგრელოც, გურიაც, რაჭაც და აღარ ჩამოვთვლი, ყველა რეგიონი საქართველოსია და ყველა მიყვარს! ამიტომაც ვწერ, ყველა ვერ გაიგებს, მაგრამ ვიღაც მაინც მიხვდება და დაფიქრდება ამაზე!
სამწუხაროდ საქართველოს არცერთ რეგიონში არ გვაქვს საქმე საამაყოდ. მითუმეტეს სპორტში! დინამოც და ტორპედოც ორივე არიან მაჩანჩალა გუნდები! (დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი) ესაა რეალობა! ნაკლები სიამაყე! მეტი თავმდაბლობა!
hm
23 მაისი 2019 17:33
9
ტიპიური ქუთაისური ამპარტავნობა...
გიორგი
23 მაისი 2019 18:47
4
კობიაშვილმა რა თქვა ისეთი რო ბოდიში უნდა მოიხადოს?ბოდიში და პასუხი ჯერ პრეზიდენტს უნდა მოთხოვოთ ორ წელიწადში დაშალა გუნდი.რო ყიდულობდა ტოროპედოს კი ბაქიბუქობდა ასე ვიზამ ისე ვიზამო.
თემური
23 მაისი 2019 17:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული