ქუთაისის "ტორპედოს" ფანები ლევან კობიაშვილისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს"ფანები ლევან კობიაშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურნენ. მათ მიმართვის ტექსტი "ფეისბუქგვერდის" საშუალებით გაავრცელეს.

sportall.ge უცვლელად გთავაზობთ ქუთაისელი გულშემატკივრების განცხადებას:

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მან "ტორპედოს" ფინანსურ კრიზისზეც ისაუბრა.

პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ "ტორპედოს" მხარს მხოლოდ ტრიბუნაზე არ ვუჭერთ. ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი ჩართულია კლუბის ყოველდღიურობაში - ვესწრებით თითქმის ყველა ვარჯიშს, გვაქვს უშუალო კომუნიკაცია როგორც მწვრთნელებთან და კლუბის ხელმძღვანელ პირებთან, ისე ფეხბურთელებთანაც. შესაბამისად, ვხედავთ რეალობას!

ყველაზე
კარგად ვხედავთ, თუ რამხელა შრომას დებს სამწვრთნელო შტაბი იმისთვის, რომ "ტორპედო" წარმატებული კლუბი იყოს. ვხედავთ, მიუხედავად არაერთი პრობლემისა და უფულობისა, როგორი მონდომებით გამოდიან ფეხბურთელები ჯერ ვარჯიშზე, შემდეგ - თამაშზე. ვხედავთ იმას, რაც, სამწუხაროდ, ვერ ან არ დაინახა ლევან კობიაშვილმა!

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის სრული მხარდაჭერა გამოეხატა, შეურაცხყოფა მიაყენა სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს. მისი თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მიერ გაკეთებული კომენტარი სრული უაზრობა იყო... ეს კი ჩვენთვის, "ტორპედოს"ერთგული ფანებისთვის, მიუღებელი ტონია, ისევე, როგორც ფეხბურთელების მისამართით "ნასროლი ფრაზები". ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ინტერესების დამცველი უნდა იყოს, ვერ ავიტანთ მსგავს რეპლიკას. ვერ ავიტანთ მსგავს ბრალდებებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენთვის ყოველდღიურად ბევრ ოფლს ღვრის.

აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ლევან კობიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც "ტორპედოს"ფანებმა ფინანსური კრიზისის დროს დახმარების თხოვნით მივმართეთ. ის დახმარებას დაგვპირდა, თუმცა ამის ნაცვლად მისგან ჩვენი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები მოვისმინეთ, თანაც - საჯაროდ, რასაც ვერავის ვაპატიებთ!

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადოს კლუბის უკლებლივ ყველა იმ წევრს, ვინც "ტორპედოს" არსებობისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. ბოდიში მოუხადოს ადამიანებს, რომლებიც გაჭირვების დროს სხვებივით მატჩის გარიგებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ გადიან და მოედანზე სულსა და გულს დებენ. გადიან მოედანზე და ჩვენთვის თამაშობენ, იგებენ! იმ შემთხვევაში, თუ ლევან კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, მაშინ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქუთაისელი გულშემატკივრების აღნიშნული რეაქცია მოჰყვა ლევან კობიაშვილის სიტყვებს, გარიგებული თამაშებზე საუბრისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ ვითარებასაც შეეხო.

"ველაპარაკე ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი კომენტარები გააკეთეს. "ტორპედოს" ბოლომდე გვერდში დავუდგები. მაგრამ ეს გუნდი სულ იქნება. ჩემთვის კი გაუგებარია ის უაზრო კომენტარები, რაც "ტორპედოს" წარმომადგენლებმა გააკეთეს. რას ნიშნავს არ ვითამაშებ და გუნდი დაიშლება? გაცილებით დიდი ქვეყნებია, სადაც ხელფასებს ექვსი თვე ვერ იღებენ, მაგრამ არ ამბობენ, რომ სათამაშოდ არ გავლენ. პრობლემები ერთად გადავჭრათ და პატივი ვცეთ გუნდს, გულშემატკივრებს და მოვეშვათ ამ უაზრო კომენტარების კეთებას", – აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ბატონო ხვიჩა შტატის ავტორო სრული სიცხადისათვის მოგეყვანათ ნაწყვეტი მაინც კობიაშვილის განცხადებიდან, არცერთხარეს არ ვიცავთ ამიტომ ობიექტურობის თვის დადეთ კობიაშვილის ბრიფინგი. ისე რაც მანამდე ჩხეტიანის განცხადებები ვნახე სრულად მოწყვეტილი რეალობას ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
კახა
23 მაისი 2019 13:48
0
ადექვატურობა აგვერია ქართველებს. ტორპედო ისე, როგორც დინამო, საქართველოს ფეხბურთის ისტორიაა და მთელი საქართველოს საყვარელი გუნდი იყო და ასეთად დარჩება. ნურავინ შეეცდება მის პრივატიზაციას. მითუმეტეს გუშინდელები.
გიზოგ
23 მაისი 2019 13:26
2
ყველა კომენტარი წავიკითხე, აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ეს ვერ გაამართლებს კობიაშვილის ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ "ჩხეტიანის კომენტარი სრული უაზრობა იყო"(მე ზუსტად არ ვიცი რომელ კომენტარზეა საუბარი და არც კობიაშვილისთვის მომისმენია, ამდენად მხოლოდ ამ სტატიას და კომენტარებს ვეყრდნობი), მიუხედავად იმისა, რომ ლევანს და ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას დიდად ვაფასებ და პატივს ვცემ, მაინც მინდა ვუთხრა-ასე პრეზიდენტები და პარლამენტის წევრები არ უნდა საუბრობდნენ.
ნუგზარი
23 მაისი 2019 13:08
15
ბოდიშს ზუსტად ვიცი არ მოიხდის და არც აქვს მოსახდელი
vai vai
23 მაისი 2019 13:04
7
ქვევით მშვენივრად დაწერეს...უმჯობესია ჩაჩავას ჰკითხოთ იმ უცხოელებისგან თუ არ ჰქონდა მყარი გარანტიები რის იმედად აფორმებდა კონტრაქტებს და ინახავდა ამ შემადგენლობას?! კობიაშვილის ადგილზე ბევრად მეტ ხმაურს ავტეხავდი, ხომ არ გავიწყდებათ ხალხის ფული რომ გირიგდებათ კლუბებში?
საკვირველია
23 მაისი 2019 12:52
1
ფინანსური კრიზისი გუნდის აქციონერმა (მეპატრონემ) უნდა მოაგვაროს, და არა ფედერაციამ!!!
tngh
23 მაისი 2019 12:42
0
tqven mgoni prezidenti ageriat, visac bodishi aqvs tqventan mosaxdeli imas moaxdevinet.
a.a.
23 მაისი 2019 12:32
1
პინანსური კრიზისი გაქვტ და პრეზიდენტი როგორ უნდა დაგეხმაროტ? ვისაც კრიზისი აქვს პინანსური ყველას პედერაციამ უნდა უხადოს ვალები? ჯობია სხვას მოკიტხოტ ტქვენ კრიზისზე პასუხი ოქროს მტებს რო გპირდებოდატ.
s..s
23 მაისი 2019 12:28
2
არ ვიცი, შეიძლება ფეხბურთელებს და მწვრთნელს საყვედური არ ეკუთვნით, მაგრამ, ხელმძღვანელობას ეკუთვნის ნამდვილად! ფედერაცია ჩვენი ქვეყნის კვალობაზე უამრავ ფულს უხდის კლუბებს წარმატებისთვის, დამატებით თანხებს აძლევს სპონსორის მოზიდვის შემთხვევაში .. ასევე საკმაო თანხა მიიღო ტორპედომ ევროტურებიდან .. ფედერაცია ამ მხრივ თავის მოვალეობას ასრულებს ბოლომდე .. ასევე, თუ ზაალ ჩაჩავა ბიზნესმენია, ეცოდინება რომ მყარი გარანტიების გარეშე არცერთი ბიზნესმენი არ ამტკიცებს ბიუჯეტს, ტორპედოში როგორ დაამტკიცა? ..
დათო
23 მაისი 2019 12:24
0
გუნდი გეშლებათ და ამ კრიზისში ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვები გემწარათ ყველაზე მატად?
დემე
23 მაისი 2019 11:56
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული