ქუთაისის "ტორპედოს" ფანები ლევან კობიაშვილისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს"ფანები ლევან კობიაშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურნენ. მათ მიმართვის ტექსტი "ფეისბუქგვერდის" საშუალებით გაავრცელეს.

sportall.ge უცვლელად გთავაზობთ ქუთაისელი გულშემატკივრების განცხადებას:

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მან "ტორპედოს" ფინანსურ კრიზისზეც ისაუბრა.

პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ "ტორპედოს" მხარს მხოლოდ ტრიბუნაზე არ ვუჭერთ. ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი ჩართულია კლუბის ყოველდღიურობაში - ვესწრებით თითქმის ყველა ვარჯიშს, გვაქვს უშუალო კომუნიკაცია როგორც მწვრთნელებთან და კლუბის ხელმძღვანელ პირებთან, ისე ფეხბურთელებთანაც. შესაბამისად, ვხედავთ რეალობას!

ყველაზე
კარგად ვხედავთ, თუ რამხელა შრომას დებს სამწვრთნელო შტაბი იმისთვის, რომ "ტორპედო" წარმატებული კლუბი იყოს. ვხედავთ, მიუხედავად არაერთი პრობლემისა და უფულობისა, როგორი მონდომებით გამოდიან ფეხბურთელები ჯერ ვარჯიშზე, შემდეგ - თამაშზე. ვხედავთ იმას, რაც, სამწუხაროდ, ვერ ან არ დაინახა ლევან კობიაშვილმა!

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის სრული მხარდაჭერა გამოეხატა, შეურაცხყოფა მიაყენა სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს. მისი თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მიერ გაკეთებული კომენტარი სრული უაზრობა იყო... ეს კი ჩვენთვის, "ტორპედოს"ერთგული ფანებისთვის, მიუღებელი ტონია, ისევე, როგორც ფეხბურთელების მისამართით "ნასროლი ფრაზები". ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ინტერესების დამცველი უნდა იყოს, ვერ ავიტანთ მსგავს რეპლიკას. ვერ ავიტანთ მსგავს ბრალდებებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენთვის ყოველდღიურად ბევრ ოფლს ღვრის.

აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ლევან კობიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც "ტორპედოს"ფანებმა ფინანსური კრიზისის დროს დახმარების თხოვნით მივმართეთ. ის დახმარებას დაგვპირდა, თუმცა ამის ნაცვლად მისგან ჩვენი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები მოვისმინეთ, თანაც - საჯაროდ, რასაც ვერავის ვაპატიებთ!

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადოს კლუბის უკლებლივ ყველა იმ წევრს, ვინც "ტორპედოს" არსებობისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. ბოდიში მოუხადოს ადამიანებს, რომლებიც გაჭირვების დროს სხვებივით მატჩის გარიგებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ გადიან და მოედანზე სულსა და გულს დებენ. გადიან მოედანზე და ჩვენთვის თამაშობენ, იგებენ! იმ შემთხვევაში, თუ ლევან კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, მაშინ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქუთაისელი გულშემატკივრების აღნიშნული რეაქცია მოჰყვა ლევან კობიაშვილის სიტყვებს, გარიგებული თამაშებზე საუბრისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ ვითარებასაც შეეხო.

"ველაპარაკე ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი კომენტარები გააკეთეს. "ტორპედოს" ბოლომდე გვერდში დავუდგები. მაგრამ ეს გუნდი სულ იქნება. ჩემთვის კი გაუგებარია ის უაზრო კომენტარები, რაც "ტორპედოს" წარმომადგენლებმა გააკეთეს. რას ნიშნავს არ ვითამაშებ და გუნდი დაიშლება? გაცილებით დიდი ქვეყნებია, სადაც ხელფასებს ექვსი თვე ვერ იღებენ, მაგრამ არ ამბობენ, რომ სათამაშოდ არ გავლენ. პრობლემები ერთად გადავჭრათ და პატივი ვცეთ გუნდს, გულშემატკივრებს და მოვეშვათ ამ უაზრო კომენტარების კეთებას", – აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ქუთაისელი გულშემატკივარი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ობიექტურობით მისიანსაც და მოწინააღმდეგეს ერთნაირად უდგებოდნენ არავითარი მიკერძოება ცოტა გასაკვირია მათი ეს განცხადება ვინ ვინ და კლუბის მეპატრონემ(ჩაჩავა) და მთავარმა მწვრთნელმა(ჩხეტიანი) იციან რაც ხდება კლუბში ამიტომ შედეგზე და შიდა სამზარეულოზე ეგენი არიან პასუხისმგებელი.
კახა
23 მაისი 2019 14:04
0
ბატონო ხვიჩა შტატის ავტორო სრული სიცხადისათვის მოგეყვანათ ნაწყვეტი მაინც კობიაშვილის განცხადებიდან, არცერთხარეს არ ვიცავთ ამიტომ ობიექტურობის თვის დადეთ კობიაშვილის ბრიფინგი. ისე რაც მანამდე ჩხეტიანის განცხადებები ვნახე სრულად მოწყვეტილი რეალობას ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
კახა
23 მაისი 2019 13:48
0
bodishi ristvis unda moixados? imistvis ro xelfasis argacemistvis gundis dashla arasworiao?
romandro
24 მაისი 2019 01:00
1
Chxetianis shekvetili da misi brma fanebis stilia!imis magivrad klubi idzireba,kobiashvilic cuxs ratkmaunda,eseni imis magivrad chachavas motxovon pasuxi uazro politikistvis da mis prokutaturis klerk direktors romelic fexburtidan imaze meti shorsaa vidre mtvare dedamicidan da aseve chxetians rom mokavda da 15 atas larebs urigebda am fexburtelebs,ra ar icoda chachava rom gamstumrebeli ar iko?!trenchintan matze charteruli reisic ki ar gaaketa da molodini ra iko rom gadmokrida tanxebs?!amitom scori akcentebi gaaketet da gafuchebul sakmes mixedet!
Gia
23 მაისი 2019 16:38
7
ყველა კომენტარი წავიკითხე, აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ეს ვერ გაამართლებს კობიაშვილის ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ "ჩხეტიანის კომენტარი სრული უაზრობა იყო"(მე ზუსტად არ ვიცი რომელ კომენტარზეა საუბარი და არც კობიაშვილისთვის მომისმენია, ამდენად მხოლოდ ამ სტატიას და კომენტარებს ვეყრდნობი), მიუხედავად იმისა, რომ ლევანს და ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას დიდად ვაფასებ და პატივს ვცემ, მაინც მინდა ვუთხრა-ასე პრეზიდენტები და პარლამენტის წევრები არ უნდა საუბრობდნენ.
ნუგზარი
23 მაისი 2019 13:08
15
სადაა სიმონ კუხიანიძე მანდ დაბადებული გაზრდილი დინამოში რატომ წევიდა ხომ ვერ მეტვით, ვინაა მანდ გამჩერებელი ყველა გაიქცევა და დაგრჩებათ ჩხეტიანი მარტო.
tsanava ara siko
23 მაისი 2019 14:12
3
კობიაშვილი ჯერ თვითონ გაერკვიოს პარლამენტის დეპუტატია თუ სპორტული სამყაროს წარმომადგენელი და მერე აკრიტიკოს ტორპედო. ფედერაცია იმიტოა უმაქნისი რო მისი თანამშრომლები საქმის კეთების ნაცვლად უვარგისი კობიაშვილის დასაცავი კომენტარების წერით არიან დაკავებულნი.
თბილისი
24 მაისი 2019 12:56
8
ადექვატურობა აგვერია ქართველებს. ტორპედო ისე, როგორც დინამო, საქართველოს ფეხბურთის ისტორიაა და მთელი საქართველოს საყვარელი გუნდი იყო და ასეთად დარჩება. ნურავინ შეეცდება მის პრივატიზაციას. მითუმეტეს გუშინდელები.
გიზოგ
23 მაისი 2019 13:26
2
ლევან. მაგრად გეშლება. ყველა შენსავით მილიონერი კი არ არის. ეგ ხალხი ხელფასით ოჯახებს ინახავს.
ნიკა
24 მაისი 2019 15:13
4
Namdvilad araperi utqvams am kacs sabodisho. Ar vicodi ra tqva, statiis bolos gavige.
Rezo
24 მაისი 2019 10:44
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული