ეროვნული ლიგა. XV ტური: მასობრივი ჩხუბი, 4 გაძევება და ბოლო 7 წუთში "სიონის" გატანილი 3 გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში "სიონისა" და "რუსთავის" მეტად დაძაბული შეხვედრა 3:3 დასრულდა.

მატჩის დასაწყისზე გავლენა ძლიერმა წვიმამ მოახდინა, მოედანი დაიტბორა, შექმნილ ვითარებას უკეთ ალღო სტუმრებმა აუღეს და 2 გოლით დაწინაურდნენ. თავი ციცქიშვილმა და ქოჩლაძემ გამოიჩინეს.

შესვენების შემდეგ სტუმრებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, როდესაც კირკიტაძემ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ კი სილაგაძემ მესამედ დაამწუხრა მასპინძლები.

64-ე წუთზე მოედანზე ჩხუბი ატყდა და მსაჯმა 4 ფეხბურთელი გააძევა.

75-ე წუთზე "სიონის" თავდამსხმელმა მაქაცარიამ ხელის ტრავმა მიიღო, ცოტა ხანში კი კირკიტაძეს საჯარიმოდან გოლის გატანა მეკარე
მამარდაშვილმა არ დაანება.

ბოლოს საოცრება მოხდა - აქტიურმა კირკიტაძემ გოლი მორიგი იერიშისას მაინც გაიტანა, მერე გუჯაბიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ხოლო კომპენსირებულ დროში კირკიტაძის მიერ საჯარიმოდან აწეულ ბურთს ხმალაძემ მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ "რუსთავის" გოლკიპერმა მამარდაშვილმა გადაარჩინა თავისი გუნდი და 3:3.

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი - რუსთავი 3:3
გოლები: 0:1 ზაზა ციცქიშვილი (5), 0:2 ლაშა ქოჩლაძე (11), 0:3 ლუკა სილაგაძე (61), 1:2 დათო კირკიტაძე (84), 2:3 ავთანდილ გუჯაბიძე (88, საკ. კარში), 3:3 ლევან ხმალაძე (90+1)
გაძევება: ვილი ისიანი (64), დავით თარგამაძე (64), ლაშა ქოჩლაძე (64), ლუკა გადრანი (64)

სიონი (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი (ჯაბა უგულავა 72), ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, დათო კირკიტაძე, თორნიკე თარხნიშვილი (ვაჟა ქიქავა 75), ლევან ხმალაძე (კ), ზვიად სიხარულია (ვილი ისიანი 55), დავით თარგამაძე, თამაზ მაქაცარია (ვაჟა ქიქავა 75)

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, სოსლან ტაკულოვი, ლუკა გადრანი, ლუკა სილაგაძე (თემურ ჩოგაძე 89) (კ), ავთანდილ გუჯაბიძე, ლაშა ქოჩლაძე, ფარხად გისტაროვი, ზაზა ციცქიშვილი (პაპუნა ფონიავა 80), ლუკა იმნაძე, ნიკოლაი ყიფიანი (ზურაბ ჯაფიაშვილი 77)

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მკითხველის კომენტარები / 6 /
საერთოდ არასწორი გაძევებები იყო. აშკარად ბოლნისის მინიმუმ 2 ფეხბურთელი უნდა გაეგდო მაშინ, თუ ასე არიგებდა წითლებს.
gogla
25 მაისი 2019 19:01
0
თამაში,რომ გიჭირთ გასაგებია,ჩხუბიც არ გცოდნიათ,კიდევ ერთი სირცხვილი ქართული ფეხბურთის,დაფინანსება კი არა ტოროლა,მერე კიდევ ამდენი ლიგა რა ამბავია და ყველა მუნიციპალიტეტების ბალანსზე,ფულის კეთებაც არ იცით,ჩხუბი არ იცით,ფეხბურთის თამაში ხომ არ იცით და არ იცით.
გოჩა
25 მაისი 2019 15:04
0
ბაბუკებო ასეთი ერთმანეთში დარევის მერე ვინც გაგექცათ შემოუერთდება საქართველოს? გეკითხებით არ გაჩუმდეთ მიპასუხონ...........არ დაბლოკოთ....
ფეხბურთის გულშემატკივარი 1957 წლიდან
25 მაისი 2019 11:29
2
ახლა, ალბათ, ჩხუბზე დადეს)
გელა
25 მაისი 2019 00:58
0
როგორც თამაშობენ, ისე ჩხუბობენ ეს საცოდავები
giorgi
25 მაისი 2019 00:32
0
არა კაცო, რა ტოტალიზატორი? ;)
ეჰჰ
24 მაისი 2019 22:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული