ეროვნული ლიგა. XV ტური: ქართულ კლასიკოში თბილისის "დინამომ" იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" 2:1 მოუგო.

პირველ ტაიმში ანგარიში მასპინძელთა უკრაინელმა ნახევარმცველმა ივანისენიამ ძლიერი დარტყმით გახსნა. შესვენების შემდეგ სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ და დოლიძემ საპასუხო გოლი გაიტანა. თუმცა, ქუთაისელები შეტევაში გაერთნენ, სწრაფი კონტრიერიში გაეპარათ და შენგელიამ ნინუას გრძელი გადაცემის შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მოკლედ, ფელის ვისენტეს შეგირდებმა სამმატჩიან წაგებათა სერია შეწყვიტეს, 23 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო "ტორპედო" 26 ქულით მესამე ადგილზეა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ტორპედო 2:1
გოლები: 1:0
დმიტრო ივანისენია (30), 1:1 გრიგოლ დოლიძე (62), 2:1 ლევან შენგელია (78)

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, დავით კობოური (ნოდარ იაშვილი 72), აკაკი შულაია, გიორგი პაპავა (ბაქარ ქარდავა 75), დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა (გიორგი ზარია 82), ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური (ანრი ჭიჭინაძე 75), ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე (თორნიკე კაპანაძე 68), გრიგოლ დოლიძე (რიჩარდ ლუკა 65), გიორგი ქიმაძე, ბუდუ ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 8 /
აი საბურთალოსნაირი გუნდები მაგალითად კლავენ რეგიონებში ფეხბურთს.
sdfffff
00:50 30-05-2019
0
ცოტა მოუმატეთ რეგიონებმა თამაშს და ტემპს და აგყვებათ მერე დინამოც.
sdfffff
00:47 30-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული