როინ კვასხვაძე: "ტორპედო" ჩვენ თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ..."

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

ქუთაისის "ტორპედოს" მეკარემ და კაპიტანმა როინ კვასხვაძემ გულშემატკივარს მიმართა:

"მინდა, გულშემატკივარმა სწორად გაიგოს ჩვენი პოზიცია.

"ტორპედოდან" არცერთი ფეხბურთელი არ წასულა. პირიქით, ძალიან გვინდა გავიდეთ, ვივარჯიშოთ, მოახლოებულ მატჩებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე მივედით, რომ ეს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია.

ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა! სავარჯიშო პირობები არაა, მომავალი გაურკვეველია...

"ტორპედო" არ მიგვიტოვებია! უბრალოდ, იმდენად რთულ პირობებში ვართ, ძველებურად გაჩერება შეუძლებელია.

პირადად ჩემთვის "ტორპედოს"
დაშლა ძალიან მტკივნეული იქნება. "ტორპედო" არაა რიგითი კლუბი, მას გაფრთხილება უნდა. დღეს "ტორპედო" ჩვენ თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ..."


მომზადებულია facebook.com/FCTorpedoKutaisi1946-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
სიმართლე ერთია ეგ კაცი მაგ მაყუთის დამბრუნებელი არარის ქეცრო გასროკონ თავიდან იცოდა რასაც აკეთებდა და ყველაფერი ნაბიჯ ნაბიჯ ექნება გათვლილი არც ქონება ექნება თავის სახელზე და არაფერი.ანუ ეგ ფული დაკარგულია და ტორპედოს ვალად დაედობა.აი როცა გაყიდეს მაშვინ მიქარა ქუთაისის მერიამ ადრეც დავწერე და ეხლაც ვიმეორებ ეგეთი ტიპის ადამიანებისთვის ზედგამოჭრილია დღევანდელი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა . ზოგადად ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ეგეთი ფორმით წყალში გადაყრილი ფულია ძველ პერიოდში ამის ჩამდენს სამუდამოს მიირთმევდენ თან ციმბირში თეთრ დათვებთან. მარა ჩვენთან დღეს ისეთი ბარდაგია ყველას კიდია კანონიც და სახელმწიფოც.ისიც ზღაპარია ვიღაცას მთავრობაში გაუყო მაყუთიო ეგეთი სტილის ხალხი პოლიტიკოსებთან ეგეთ თემებზე არ ურთიერთობენ სხვა ყაიდის ხალხია და ამის ახსნას ეხლა აქ აზრი არააქვს გამგები გაიგებს.
zaza
12:46 10-10-2019
0
გუშინდელი ჩემი კომენტარი, რომელიც საიტის ადმინისტრაციამ დაბლოკა, არ შეიცავდა უხამსობას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას და არც სიძულვილის ენას. იმის აღნიშვნა,რომ ტორპედოს დაშლა სირცხვილი იქნება მერიისათვის და ფედერაციისათვის, რომლებსაც იურიდიულ-სამართლებრივი ფორმით პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, თუ დისკრედიტაციას წარმოადგენს კი ბატონო.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.გადაეფარეთ თქვენ ფავორიტებს, აქეთ და ადიდეთ ვინც გნებავთ. საბედნიეროდ საინფორმაციო საშუალებები მრავლადაა.
ნუგზარი
12:44 10-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული