თბილისის "დინამოს" "პუმა" შემოსავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალი ტექნიკური პარტნიორი ჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"დინამო არენის" მედიადარბაზში ჩვენი კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს "დინამოს" ახალი ტექნიკური პარტნიორი - გერმანული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი - "პუმა" წარუდგინა.

პრესკონფერენციას "პუმას" მხრიდან სპორტული ხაზის ობერ შეფი - ალექსანდერ ლოები და რეგიონული მენეჯერი - ფლორის ფროიდენტალი ესწრებოდნენ.

ჟურნალისტებს ახალი ფორმის ხაზი ლევან მჭედლიძემ და გიორგი პაპავამაც წარუდგინეს. ახალი ტექნიკური პარტნიორი მომავალი სეზონიდან სამი წლის მანძილზე შემოსავს "დინამოს" და აკადემიაში
არსებულ ასაკობრივ გუნდებს. ასევე, პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება "დინამოს" ოფიციალურ საკლუბო მაღაზიებში.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ხელშეკრულება ორივე მხარისთვის სასარგებლო და ხელსაყრელია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული