ეროვნული ლიგა. XXXI ტური: ცუდ დღეში მყოფი "ტორპედო" "საბურთალოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
19 ოქტომბერს წყალტუბოში ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "საბურთალოს" შორის ეროვნული ლიგის XXXI ტურის მატჩი გაიმართა.

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფმა "ტორპედომ" ანგარიშით 0:2 წააგო. პირველი გოლი გიორგი აბზიანიძემ საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო მეორე გოლი ანგარიშზე გიორგი დიასამიძემ შეაგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ "საბურთალოს" 60 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე, ხოლო "ტორპედო" 40 ქულით მეხუთეა.

წყალტუბო. 26 მაისის სტატიდონი
ტორპედო-საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 გიორგი აბზიანიძე (ავტ. 48), 0:2 გიორგი დიასამიძე (60)

ტორპედო. 5-4-1: დავით ასათიანი, ოთარ აფრიდონიძე, მურთაზ სანებლიძე, აკაკი მელაძე, გურამ დეისაძე, ლუკა
ფიფია, გიორგი აბზიანიძე, მათე აბულაძე, თამაზ შარვაშიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ნიკა ქორიძე

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

საბურთალო. 4-4-2: ომარ მიგინეიშვილი, ნიკა სანდოხაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი დიასამიძე, ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, ანტე გი, ოგნიენ როლოვიჩი, თორნიკე გორგიაშვილი

მთ. მწვთნელი. გიორგი ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემთვის, როგორც ტორპედოს გულშემატკივრისთვის ძალიან მძიმე საყურებელი მატჩი იყო ბევრი ასპექტით. სულ იმედის თვალით უყურებდი ტორპედოს მომავალს იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი რა მდგომარეობაშიც იყო და ვერ წარმოვიდგენდი იმას, რაც დღეს მოხდა, 13 თუ 14 წლის მეკარე თადარიგში და 17-18 წლის ბიჭები მინდორზე ერთერთ უძლიერეს-საბურთალოს გუნდთან. კარგად მოიქცნენ კლუბში, რომ ეს გამოსავალი მონახეს და თამაში არ ჩაშალეს. კარგი ახალგაზრდები ჩანან, რაც ქუთაისისთვის დამახასიათებელია. მადლობა ბიჭებს უშიშარი, უკომპლექსო თამაშისათვის.ცრემლები მომერია მატჩის დამთავრების შემდეგ ფეხბურთელების და გულშემატკივრების ქცევის შემხედვარე.გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მაინც ვიტოვებ უკეთესი მომავლის იმედს.იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამდიდროს და გაამრავალფეროვანოს ტორპედოს სახელოვანი ისტორია, თუ ის რა თქმა უნდა უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს თამაშს.
ნუგზარი
17:47 19-10-2019
0
ase gagrzeleba ar cheizleba, imistvis ro chempionati ar chagechalot torpedom am bavchvebit gindat rom itamachos da agos kvelastan, es mzime sakurebelia kutaiseli xalxistvis, cheikribet pederacia kutaisis meria da rame gadackvited , an ase an ise, da tu arapeli chvelis torpedos isic tkvit, amovida ukve tkveni tkuili dapirebebi, mtavrobam albat chaiknia xeli kutaisze , chventanac mova archevnebi, icodet vercert xmas ver caigebt kutaisidan torpedoze ase mokcevis gulistvis
KUTAISELI
09:02 20-10-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული