ფოტო:facebook.com/DINAMOTB
დღეს, 27 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" შორის და ძალიან ბევრი მომენტის მიუხედავად გუნდებმა გოლების გატანა ვერ შეძლეს.
შეხვედრაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა "საბურთალოს". გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა "დინამოს" კართან უამრავი მომენტი შექმნა, თუმცა მეტოქის ესპანელ მეკარე პერალესს ვერ აჯობა. პერალესმა რამდენიმე საოცარი ბურთი მოიგერია და სწორედ მისი დამსახურებით მოიპოვა "დინამომ" მნიშვნელოვანი ქულა.
თამაშის ბოლო წუთებში "დინამოც" გააქტიურდა, რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს კუპატაძის კარს, თუმცა გოლი ვერც მათ გაიტანეს.
ამ შეხვედრის შემდეგ პირველ ადგილზე ბათუმის "დინამო" დარჩა 64 ქულით. მეორე ადგილზე თბილისელი დინამოელები არიან 63 ქულით. ხოლო "საბურთალოს" 61 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
ეროვნული ლიგა. XXXII ტური: "საბურთალო" - "დინამო თბ" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში დასარჩენად ბრძოლა გრძელდება: "რუსთავმა" "ტორპედო" დაამარცხა