"აინტრახტის" პირობები "ტორპედოს" გამოსყიდვასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ყველასათვის ცნობილია, თუ რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ქუთაისის "ტორპედო", რომლის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ კლუბის შეძენა გერმანელ ინვესტორებს სურთ.

გუნდის გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანულ მხარეს ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდგომში მდგომარეობს:

1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის
აღზრდილებიც მოირგებენ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ამ ხელშეკრულების პირობები უფრო ულტიმატუმის ფორმას ჰგავს! მაგრამ სხვა გამოსავალი თუ არის? თავის მხრიდან რას გვთავაზობენ, ეს უნდა განიმარტოს.
მერაბი
31 ოქტომბერი 2019 09:31
2
თავის დროზე დინამოსაც რომ გამოსჩენოდა ნორმალური პატრონი ასეთი ქვეყნიდან დღეს ამისთანა ფარჩაკულ მდგომარეობაში არ იქნებოდა.
TBILISI
31 ოქტომბერი 2019 09:28
0
ებიჭო ეს თუ მართალია ? თუ მართალია თვითონ ქუთაისი ქალაქიც გადაეცით იჯარით 50 წლით
aleko
31 ოქტომბერი 2019 08:49
0
მიცენ . და ლიგაზე გავა . და ევროპა ლიგაზე გერმანელები ვიცი . რაც არიან
Dato . mogeladze
31 ოქტომბერი 2019 05:46
0
ე ბიჯო არ გაუშვათ ეგ წინადადება, ჩემპიონატსაც ეშველება და გერმანიიდანაც იქნება ინტერესი. გერმანიაა ლუქსემბურგი ხომ არაა, რა პირობები. დათანხმდით სანამ დროა
გადასარევი გიორგი
31 ოქტომბერი 2019 04:12
0
"ტორპედოს" დაშლას აღარ სჯობს!??...
არტაგი
31 ოქტომბერი 2019 01:11
2
ჩვენც მივცეთ პირობები:1-გააკეთონ უეფას მოთხოვნის დონის სტადიონი,2-გააკეთონ ევროპული სტანდარტების დონის ბაზა.3-კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში დაუყონებლივ შეწყდეს შეთანხმება.4-ბავშვების მიღება და სპორტული განვითარება აკადემიაში უფასოდ 15 წლამდე.
ზას.
31 ოქტომბერი 2019 00:30
4
მემგონი ტორპეტო ისეთ მდგომარეობაშია რომ, პირობებს ვერ წაუყენებს.
Hmm
31 ოქტომბერი 2019 07:06
0
შესანიშნავი პირობებია.

1) ფაქტია რომ ესეთი გაუბედურებული სტადიონი ამ ინვესტორებს არ სჭირდებათ და ამ სტადიონს ან ძალიან მაგრა გადააკეთებენ ან საერთოდ ახალს ააშენებენ

2)აკადემია ძალიან თანამედროვე გახდება და მარტო ქართველ ბავშვებს კიარა მთელი რეგიონს მოემსახურება

3) ნუ 20 წელი შესანიშნავი პერიოდია, ესეთი დონის გუნდისთვის

4) ეს პუნქტი ყველაზე სასიხარულოა, ბევრად აიწევს ფეხბურთის დონე აინტრახტის აღზრდილებით

აუცილებელია დათანხმდეს მერია ამ პირობებს, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ამაზე კარგი გზა არ არსებობს.
ტორპედო გერმანელებს!
31 ოქტომბერი 2019 00:14
2
ტორპედო გერმანელებს? კი ბატონო. გერმანელებს რა ჯობია, მაგრამ ეს ტიპები ვინც ეხლა ტორპედოს ეტანებიან გერმანელები კი არა რუსეთში ფულნაშოვნი უზბეკები რომ არიან თუ იცით?
ა?
31 ოქტომბერი 2019 00:41
19
მშვენიერი წინადადებაა, და საერთოდაც სტადიონის ტრიბუნები უნდა დაანგრიო და ბევრად ახლოს ააშენო მინდორთან, არაა ამხელა დაშორება საჭირო ასეთი პატარა სტადიონისთვის.
ზვიო
30 ოქტომბერი 2019 23:17
1
ის უზბეკი ნაღდად კაი კაცი სჩანს
bmb
30 ოქტომბერი 2019 22:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული