26 წლის ასაკში მონტენეგროს ნაკრებისა და "მილუოლის" მეკარე გარდაიცვალა

AutoSharing Option
26 წლის ასაკში მონტენეგროს ნაკრებისა და ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "მილუოლის" მეკარე მატია შარკიჩი გარდაიცვალა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სანაკრებო შეკრებიდან სახლში დაბრუნდა, დღეს დილით ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მან 5 ივნისს ბელგიასთან მატჩში სრულად ითამაშა, საქართველოს წინააღმდეგ კი არ უასპარეზია.

შარკიჩს არაერთ ინგლისურ გუნდში აქვს ნათამაშები. ბოლოს ის ჩემპიონშიპის ბინადარი "მილუოლის" ძირითადი კიპერი იყო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ცხონებული ბიჭი მეკარე იყო, აქედან გამომდინარე დატვირთვები ნაკლები ჰქონდა ვიდრე წინ მოთამაშე ფეხბურთელებს. ბოლო წლებში კატასტროფულად მომრავლდა სპორტსმენთა სიკვდილიანობა, რაც ყველაფერთან ერთად კოვიდის აცრისა და კოვიდის გადატანის ბრალიც უნდა იყოს...
შალო
10:40 16-06-2024
0
"სახლში დაბრუნებული დილით ცუდად გახდა..." ამ გაურკვეველი ინფორმაციის საფუძველზე უკვე დასკვნები კეთდება დატვირთვიდდან აცრამდე.....იქნებ საკვებით მოიწამლა?...
საბა
10:40 16-06-2024
2

სიახლეები პოპულარული