"აინტრახტის" პირობები "ტორპედოს" გამოსყიდვასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ყველასათვის ცნობილია, თუ რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ქუთაისის "ტორპედო", რომლის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ კლუბის შეძენა გერმანელ ინვესტორებს სურთ.

გუნდის გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანულ მხარეს ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდგომში მდგომარეობს:

1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის
აღზრდილებიც მოირგებენ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
და ამ წინადადებაზე ჩვენ ვფიქრობთ? ...ისა და... რა არის აქ საფიქრალი?
კრილია სოვეტოვი
30 ოქტომბერი 2019 21:59
2
საფიქრალია შენი სახელი))
DD
30 ოქტომბერი 2019 22:08
11
ამ წინადადებაზე თუ უარს ეტყვიან, არ ყოფილან ნორმალურები მერიაში. გერმანელი ინვესტორი არ სჯობს ამ ჩაჩავებს და ვიღაც ნაძირალა აფერისტებს? იმ ბაზასაც უკეთ მიხედავენ, სტადიონსაც და კიდევ აქაურ ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლოა გზა გაეხსნათ ბუნდესლიგისკენ. ნეტა ყველა ქართულ გუნდში გერმანული მენეჯმენტი იყოს, აბა ქართული მენეჯმენტი სამწუხაროდ მომხვეჭელობასთან, კორუფციასა და ყოველგვარ უნამუსობასთან ასოცირდება...
ლევანი
30 ოქტომბერი 2019 21:26
2
დარწმუნებული ხარ რომ გერმანელია მყიდველი? აკი ყაზახიაო.
vaa
31 ოქტომბერი 2019 11:21
2
მაგას ვერ მოესწრებიან.
Iber.
30 ოქტომბერი 2019 20:46
47
ვერ მოესწრებიან და გევიდეთ მე და შენ და უბანი უბანზე ვითამაშოთ:)
:)
31 ოქტომბერი 2019 08:13
0
ეს იმითაცარი კარგი რომ საქმისმცოდნე გერმანელი მოკიდებს ხელს.
იბერიელი68
30 ოქტომბერი 2019 20:39
3
Ebijo gveshvela gonia
Sinsilo
30 ოქტომბერი 2019 20:28
2
ამაზე კარგი რა უნდა იყოს?
აბგდ
30 ოქტომბერი 2019 20:23
1
ტორპედო ისეთ დღეშია ახლა, მეხუთე პუნქტად მრავალჟამიეროს სიმღერა რომ მოთხოვენ ფეხბურთელებს ვარჯიშის შემდეგ მაგაზეც უნდა დათანხმდნენ.
დიდგორელი!
30 ოქტომბერი 2019 20:20
1
... და რა არის აქ მიუღებელი???
N
30 ოქტომბერი 2019 20:18
1
სტადიონი და ბაზა - საკუთრებაში, ,,ტორპედო" - 20 წლით. კაი ბატონო, მაგრამ 20 წელი რომ გავა სტადიონი და ბაზა მაგათ დარჩებათ და ტორპედოს რა ეშველება?
კახაბერი
31 ოქტომბერი 2019 10:46
0
ხო აბა რაა :დ შეიძლება სტადიონიც და ბაზაც ტომარაში მოათავსონ და წაგვართვან ქართველობასთან ერთად...აბა როგორ გინდათ ჩვენი "სახელმწიფო" ისე უკუღმა ვითარდება არც გამიკვირდება ამ პირობებზე,რომ არ დათანხმდნენ.მოგყავს ინვესტორი სტადიონი და ბაზა თუ არ დაუთმე სხვა რითი უნდა დააინტერესო ეგ კაცი? იჯარით აბარებ სტადიონის და ბაზის გარეშე კლუბს რომელიც ვალებში იხრჩობა :D ამას არავინ შეჭამს ასე რომ რაც შეიძლება მეტი გავცეთ თუ გვინდა რომ წინსვლა გვქონდეს სწრაფად
აბგდ
30 ოქტომბერი 2019 21:22
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული