არჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა, სადაც კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის თქმით, ის, სავარაუდოდ, ქართული ფეხბურთის და გუნდის დატოვებას აპირებს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს"

არჩილ ბერიძე - დინამო ბათუმის მფლობელი", - წერია განცხადებაში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის 33-ე ტურში სტუმრად საჩხერის "ჩიხურასთან" ანგ
არიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის 27-ე წუთზე ვიდეოგამეორებიდან ჩანდა, რომ დვალიშვილის დარტყმული ბურთი საჩხერელთა მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. გარდა ამისა, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვინო ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რა დროსაც ის წესების დარღვევით გააჩერეს, თუმცა მსაჯის სასტვენი კვლავ დუმდა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
არაა ერთ თამაშსზე გაკეთებული ეს არჩევანი რა ვერ გაიგეთ. მაფია ტრიალობს სფფ ში და მაგის გამო მიდის. სწორი ნაბიჯია
ნიკა
18:11 01-11-2019
18
კი არ უნდა წავიდეს უფრო უნდა გააძლიეროს გუნდი და შედეგი აუცილებლად მოვა. მსაჯის უნამუსობას ნუ გადააყოლებს მთლიან გუნდს. ისე მოეგო ბათუმს ვიტ ჯორჯიასთან ვინ უშლიდა ან დინამოსთან. წელს ალალია ბათუმის ჩემპიონობა.
თორნიკე
17:46 01-11-2019
6

სიახლეები პოპულარული