ლევან კობიაშვილი: ბათუმის "დინამოს" პრობლემა თვითონ გუნდში აქვს

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:

"დავიწყებ იმით, რომ ასეთ მოედანზე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი და თამაშები არც უნდა ტარდებოდეს. ეს არის თვითონ კლუბის გადაწყვეტილება, რომ ამ მოედანზე ეთამაშათ.

ჩვენ ვერ მივიღებდით კატეგორიულ გადაწყვეტილებას, რომ აგვეკრძალა მათთვის აქ თამაში, რადგან კლუბებს აქვთ საფუძვლიანი პრეტენზია, რომ მათ თუ ითამაშეს, უნდა იასპარეზონ სხვა გუნდებმაც. ეროვნულ ლიგაზე მარტო ფედერაციამ არ უნდა იზრუნოს, კლუბებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ეს
მარტო ჩვენი პასუხისმგებლობა არაა.

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რაც მე მოვისმინე მსაჯის მიმართ. ფაქტია, ის კომენტარები რაც გაკეთდა, იყო შეურაცხმყოფელი და ჩვენი მხრიდან გაეცემა შესაბამის პასუხი.

პირველი ეპიზოდი იყო თერთმეტმეტრიანი, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ძნელი დასანახი იყო იმ კადრებით, რაც ვნახე , იყო თუ არა კონტაქტი. კონტაქტიც რომ არ ყოფილიყო, ფაქტია ხელი შეეშალა ფეხბურთელს, რომ მეკარესთან გასულიყო ერთი ერთზე.

ბათუმის "დინამოს" ამ შემთხვევაში პრობლემა თვითონ გუნდში აქვს, იგივე თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრა ანგისაზე არ უნდა ჩატარებულიყო და სხვა თამაშებიც, ჩვენც რაღაცებს ვითვალისწინებთ.

ეს არის ტიპიური მაგალითი, რომ არ გინდა შენი პრობლემები დაინახო. თუ ეროვნულ ლიგას მივადევნებთ თვალს, ბათუმის „დინამოს“ ყველაზე მეტი პენალტი აქვს დარტყმული და ვფიქრობ, იგივე „ვიტ-ჯორჯიასთან“ დადებული პენალტი არ იყო პენალტი და იყო სხვა შემთხვევაც.

ის, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მეც მაგ აზრზე ვარ. მსაჯის ქმედებაზეც რა თქმა უნდა, რეაგირება ექნება. მსაჯების კვალიფიკაციაში რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემა. თუმცა მსაჯობა VAR-ის პირობებშიც პრობლემაა.

როდესაც გუნდის ხელმძღვანელი გამოდიხარ და ვიღაცებს ბრალს სდებ, ფაქტებით უნდა ისაუბრო. პრობლემა ისაა, რომ გუნდებს ერთმანეთის ნდობა არა აქვთ. ოთხი წელია გუნდებს ვეხვეწებით, შექმენით პრემიერლიგა და ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და ყველა ფედერაციისკენ იშვერს ხელს".

მკითხველის კომენტარები / 39 /
ბათუმს მიუჩინეს თავის კუთვნილი მესამე ადგილი, რა ჩემპიონობა ძლივს დადიან მინდორზე, კობიაშვილი სიმართლის მთქმელი კაცია, რამე ფაქტები აქვს ბათუმის ხელმძღვანელობას რაც პრესკონფერეციაზე ისაუბრეს,თუ არააქვთ მაშინ ეს ძალიან ცუდი განცხადებაა, საბურთალო იმსახურებს ჩემპიონობას
jiji
03 ნოემბერი 2019 17:29
26
კობიაშვილი არ არის მართალი,თუ არ შეიძლება თამაში მოედანზე არ უნდა ათამაშო , არც საჩხერეში და არც ბათუმში და არც არსად...თუ სადმე პენალტი არ იყო და დაოდო ანუ მსაჯთა კონპეტენციის პრობლემაა, ბათუმს რომ პრობლემა აქვს სათამაშო დისციპლინაში ეს ბოლო თამაშებში გამოჩნდა და დაკარგა კიდეც ოქროს ქულები.
jaba
03 ნოემბერი 2019 17:25
2
თვითონ უნდათ ესეთ მინდორზე თამაში რას ქვია?ფედეაცია იმიტომ ხარ რომ არ დაუშვა რომ ესეთ მინდორზე ჩემპიონატის თამაშები იმართებოდეს.იმიტომ ვართ ესეთ მდგომარეობაში და იმიტოა რომ ფეხბურთის მაგივრად დოღლიგა იმართება ჩვენთან,ვის ხელში ვართ
ვახო
03 ნოემბერი 2019 17:24
2
აი, რუმინელი მსაჯი რომ ჩამოიყვანეს, ხომ ნახეთ როგორ მაღალ დონეზე იმსაჯა. არცერთი შეცდომა დაუშვია, იგრძნობოდა, რომ მაღალი კცალიფიკაციის იყო. თან უცხოელია და მიკერძოებული ვერც და არც იქნება..
ზუზუ
03 ნოემბერი 2019 17:23
2
ჩამოიყვანეთ 5 პროფესიონალი , მაღალი კვალიფიკაციის მსაჯები, ჩვენებიც გამოცდილებას მიიღებენ, რახან ვიდეო გამეორება არ გვაქ, კიდევ ერთი მსაჯი დაამატეთ ვინც ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს, და მსაჯებსაც გადამცემები დაუყენეთ როგორც რაგბში, და ცოტათი მაინც გამოსწორდება პრობლემა... / ისე კი აუცილებელია რაღაც ახალი პროგრამა მსაჯების კურსებთან დაკავშირებით, უნდა გადამზადდნენ საზღვარგარეთ, ასე მგონია ჩვენ მსაჯებს ფეხბურთი თეორიულად კი ესმით , მაგრამ ფიზიკურად ბევრი სირბილი რო ჭირდება ამ საქმეს მემგონი ეს უკვე აღარ ესმით!! მსაჯმა სავარაუდოდ 5-6 კმ მაინც უნდა ირბინოს 90 წუთის განმავლობაში
Vasili
03 ნოემბერი 2019 16:59
2
როგორი იმედი მქონდა ამ კაცის და რა არაფრის მაქნისი გამოდგა
გიორგი გორგაძე
03 ნოემბერი 2019 16:17
19
პირველ რიგში უცხოელი მსაჯები უნდა ჩამოიყვანონ ვინაიდან აღმაშფოთებელი მსაჯობაა და პირველ რიგში ფედერაციის ბრალია ეს.
guli
03 ნოემბერი 2019 16:00
5
კობიაშვილი არასწორად იქცევი სიმართლე თქვი ბათუმს არასწორად ექცევიან
irakli
03 ნოემბერი 2019 15:47
17
ეგობრებო, შემდეგ ჩემპიონატამდე მოედნების საკითხი მოგვარდეს, განსაკუთრებით რეგიონებში, თორემ ცუდად დაამთავრებთ ყველანი.
ddgfdf
03 ნოემბერი 2019 15:38
0
მსაჯის პრობლემები 90იან წლებში მოგვარდა და აღარ უნდა იყოს პრობლემა. ესეიგი რაღაც დაუდევრობაშია საქმე.
ddgfdf
03 ნოემბერი 2019 15:36
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული