გია გეგუჩაძე: რაც დავიმსახურეთ, იმ ადგილზე ვიმყოფებით - ჩემპიონობაც მოვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისის "დინამომ" "ვიტ ჯორჯიას" 2:0 მოუგო და ჩემპიონი გახდა. მისი უშუალო კონკურენტი ბათუმის "დინამო" კი "ლოკომოტივთან" 1:2 დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

არადა, აჭარული კლუბი ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ ფინიშის სწორზე მოულოდნელად  ბევრი ქულა დაკარგა. "ლოკოსთან" ნამატჩევს ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ობიექტური კომენტარი გააკეთა.

"შანსი გვქონდა, მაგრამ რაც დავიმსახურეთ, იმ ადგილზე ვიმყოფებით. სწორი ანალიზის გაკეთებაა საჭირო. გულშემატკივარს ვეტყოდი, რომ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი.

მათ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე იგრძნობოდა. ეს იყო ქომაგების მხრიდან
უდიდესი სიყვარული და სითბო. ჩემპიონობასთან დაკავშირებით აუცილებლად გავამართლებთ მოლოდინს. მოვა, ამასაც თავისი დრო აქვს", - განუცხადა გეგუჩაძემ კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არაფერი ეშველება ჩვენს ფეხბურთს, აქ ფულზე იყიდება ნამუსიცა და ადამიანობაც...ამ ბოლოს ქვეყნის პრესტიჟიც კი
დავითი
01 დეკემბერი 2019 22:06
19
რა გინდათ ადამიანებო წელს ლიგაში დაბრუნებულმა კლუბმა ვიცე ჩემპიონობა მოიპოვას,ესენი კი არა 5-ჯერ ძვირიანი ფეხბურთელები რომ ჰყოლოდათ მაინც ეს შედეგიც კი საოცნებო იქნებოდა 8 თვეში კლუბიც შეკრა და ამდენს მიაღწიო.
ასე ადვილი რომ იყოს ყველა ვინც მეორე ლიგიდან ამოდის ჩემპიონობის პრეტედენტად გამოვაცხადოთ.
jango
02 დეკემბერი 2019 14:53
0
რატომ ვერ გახდა ბათუმი ჩემპიონი? ჩემპიონატში ყველაზე კარგად დაკომპლექტებული გუნდი ყავდა,ფინანსები იმდენი ჰქონდა მთელ გუნდებს ერთად აღებული. ანალიზი გააკეთოს ხელმძღვანელობამ,ნახევარი თანხები არ დასჭირდებოდა ამ შედეგს.
დინამო
01 დეკემბერი 2019 23:58
6
Rac europa beti movida sponsorad gundam mogebuli chempionoba dzalit waago.sircxvilia d tvalebshi nacris sheyra.nutu aseti sulelebi ggonivart?ps 2017 wels gundi vice chempioni gaxda 2018 wels europa beti gaxda sponsori da yiden tamashebi meore ligashi gavarda gundi.
Batumski
02 დეკემბერი 2019 04:05
5
ესე იგი ახლა უკვე გეგუჩაძესაც მიადექი და ადანასაულებ მატჩების დათმობაში მონაწიკეობაში? მაგარი რისკიანი ცილისწამებაა. ისაა მთავარი მწვრთნელი და თუ მისი ნება არ იქნა ისე ვერაფერი მოხდება და კაცობაც აქვს იმდენი რომ წავიდეს კლუბიდან თუკი რაიმე საეჭვო ხდება.
kai ra..
02 დეკემბერი 2019 15:08
2
Shen tu fexburti gesmis isic gecodineba tamashis gayidvas mtavari mwvrtneli archirdeba
Kai ras
02 დეკემბერი 2019 15:54
2

სიახლეები პოპულარული