როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა

AutoSharing Option
როგორც უკვე იცით, საქართველოს ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძე თბილისის "დინამოს" კარის დარაჯი გახდა.

კვასხვაძის ბოლო კლუბი "დინამოს" ყველაზე პრინციპული მეტოქე, ქუთაისის "ტორპედო" იყო. "ტორპედოში" კრიზისია, კლუბი ჯერ კიდევ ეძებს სპონსორს, რომ ელემენტარულად, იარსებოს; ამასობაში კი გუნდი თითქმის ყველა ლიდერმა დატოვა.

რატომ გადავიდა თბილისის "დინამოში" როინ კვასხვაძე? ამ კითხვაზე პასუხს 30 წლის მეკარე "ლელოსთან" ინტერვიუში სცემს.

- რას ნიშნავს თქვენთვის თბილისის "დინამოში" გადასვლა და რატომ აირჩიეთ ეს გუნდი?
- მოგეხსენებათ, წინა წელს ძალიან ბევრი გამიცდა ტრავმების გამო. სამ თამაშს რომ ვითამაშებდი
გადაბმულად, უკვე წარმატებად ვთვლიდი. ვფიქრობ, დღევანდელ მოცემულობას თუ ავიღებთ, ეს ნაბიჯი შეგვიძლია წინ გადადგმულად მივიჩნიოთ ჩემს კარიერაში. თანაც, ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაა სადღეისოდ ქუთაისის "ტორპედოში". ძველი გუნდი და ამბიციები რომ შენარჩუნებულიყო, თავისუფლად შეიძლებოდა, დავრჩენილიყავი, მაგრამ... "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ეს დიდი გამოწვევაა ყველა ფეხბურთელისთვის. ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- ალბათ, მნიშვნელოვანი იყო მწვრთნელის ფაქტორიც...
- რა თქმა უნდა, ამას როგორ უარვყოფ?! ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კახა ჩხეტიანთან არაერთი წელი ვიმუშავე და მან ძალიან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები. მადლობა მას და "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას, თბილისური კლუბის მთელ ხელმძღვანელობას, ჩემდამი დიდი ნდობისთვის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა გჭირთ ხალხო, რა გათელეთ ეს კაცი? ერთი გუნდიდან მეორეში გადავიდა რა მოხდა, რა შეურაცხყოფის კორიანტელი დააყენეთ? რა უბედურებაა ეს რეალ-ბარსობანას თამაში, სულ ორი კინკილა გუნდი გვყავს და სად წასულიყო კვასხვაძე? ნეტავ რომელიმე ქართულმა გუნდმა რამეს მიაღწიოს და ერთნაირად ვუგულშემატკივრებ ყველას! სხვათა შორის, პირიქით რომ მომხდარიყო და თბილისიდან ქუთაისში წასულიყო არ მგონია თბილისელებს ეთქვათ გვიღალატა ქუთაისში წავიდაო.
ოთარ გაკვირვებული
01:02 09-01-2020
3
როინა მამიდასგან აღარაფრით განსხვავდები
ვაჟა
12:53 08-01-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული