თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა - გუნდში საკადრო ცვლილებებია

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, - იტყობინება საქართველოს ჩემპიონი "ფეისბუქის" მეშვეობით:

"დღეს დინამო თბილისი ზამთრის შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრა და დაბინავდა.

ადგილზე მზიანი ამინდია. გუნდი დაისვენებს და საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს. დინამოელები 18 იანვრიდან ტესტ-მატჩებშიც ჩაერთვებიან.

დედაქალაქელები შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ:

მაკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე

მცველები: ნოდარ იაშვილი, დავით კობოური, ნიკა სანდოხაძე, გიორგი ქიმაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, სანდრო კალანდაძე

ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი პაპავა, ბაქარ ქარდავა, გიორგი კუცია, გიორგი კუხიანიძე, გიორგი ზარია, გიორგი მოისწრაფიშვილი, ნოდარ
ქავთარაძე, ანზორ მექვაბიშვილი

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, თორნიკე კაპანაძე, ირაკლი ბუღრიძე, თამაზ ბაბუნაძე, თორნიკე ახვლედიანი (სინჯებზე), დავით მუჯირი (სინჯებზე).

არფან დაფე გუნდს ორიოდე დღეში შეუერთდება, კვამე კარიკარი ტრავმის გამო საწვრთნელ პროცესს დროებით გამოეთიშა, ხოლო ოლექსანდრ კაპლიენკომ გუნდი დატოვა".
მკითხველის კომენტარები / 6 /
დაცვა ძალიან სუსტია, აშკარად გასაძლიერებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ოთხეულში მოხვედაც კი გაჭირდება. ევროტირნირებზე აღარაფერს ვამბობ
კვამე
17 იანვარი 2020 00:06
2
ლუდოგორეცის ნაირი ან ასტანას ნაირი გუნდი ისევ გადაახევს ბურთს თავზე ამ ტორპედოსნაირ გუნდს))
G.LA
17 იანვარი 2020 12:50
2
მასე ვერ გაამწარებ ტორპედოს და ქუთაისლებს სხვა რამ უნდა მოიფიქროოო
qutaisi
17 იანვარი 2020 14:50
6
სად არის აკაკი შულაია?
იაგო
17 იანვარი 2020 10:24
1
აუ რა სატავია ვარსკვლავტცვენაა ვაი ტკვენ პატრონს კვასხვადზე არ გაგიცივდეტ მოუარეტ
LEKSO KUTAISI
17 იანვარი 2020 15:33
11
ელვა გადამალეთ,ბარსას სკაუტებმა არ ნახონ...თქვენს პატრონს
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
17 იანვარი 2020 16:47
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული