თბილისის "დინამო" მეორე დღეა თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ორჯერად ვარჯიშებს ატარებს.
გუნდს ორი ფეხბურთელი შეუერთდა - 23 წლის გვინეელი მარჯვენა ნახევარმცველი გასტონ კამარა და 26 წლის მონტენეგროელი ცენტრალური მცველი იგორ ჩუკოვიჩი.
კამარა ადრე "ინტერში", "ბარიში", "მოდენაში", "ბრეშიაში", "ჟილ ვისენტესა" და "ლეიქსოეშში" თამაშობდა. მას "ნერიაძურიში" 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება ჩუკოვიჩს, ის ბოლოს "რუდარის" ღირსებას იცავდა.
თბილისის "დინამო" შეკრებაზე თვის ბოლომდე დარჩება და 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
გასტონ კამარა სერია დ-ს ფეხბურთელი სირცვილია რო სინჯზე ყავს დინამოს
ესე აპირებენ ჯგუფში შესვლას??
ლოჩოშვილი არ უნდათ, შულაია საერთოდ არ წაიყვანეს
და ჯგუფში შესვლაა მიზანი?!!!
ასე რომ ყველაფრის დაკნინება არაა ლამაზი .
პ.ს.
და ზოგ ზოგიერთებისთვის იმასაც ვიტყვი რომ არ ვარ დინამოს ფანი ან თბილისელი .
პ.პ.ს.
ვინც football manager თამაშობს 4 წელი მაინც იმან იცის რომ იქაც საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს კამარას