"საბურთალომ" ჰოლანდიელი მცველი და ქართველი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
25 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯულიუს ბლიკი "საბურთალოში" ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულმა კლუბმა ვებგვერდზე გაავრცელა.

ამპლუით ცენტრალური მარცხენა მცველი, რომელიც 188 სანტიმეტრია, ბოლოს ჰოლანდიის პირველი დივიზიონის "იგლზში" თამაშობდა. წლეულს "იგლზი" მოწინავეთა შორის იმყოფება და ერედივიზიონში (უმაღლესი ლიგა) გადასვლას გეგმავს.

"საბურთალოს" ახალწვეული 2017-18 წლების სეზონში ასევე ჰოლანდიის პირველი დივიზიონის "დორდეხტში" ასპარეზობდა, რის შემდეგაც "იგლზს" მიაშურა.

ბლიკის სატრანსფერო ფასი, transfermarkt-ის მიხედვით, 200 ათასი ევროა.

გარდა ამისა, "საბურთალომ" კიდევ ერთი ახალწვეულის დამატების შესახებ გვაუწყა. 28 წლის მეკარე დავით კუპატაძე, რომელიც ბოლოს ტაჯიკეთის "ხუჯანდაში"
თამაშობდა, "საბურთალოში" ჩაირიცხა.

კუპატაძემ 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ტაჯიკეთამდე კუპატაძე საქართველოში ასპარეზობდა და იცავდა "სამტრედიის", "შუქურას", მარტვილის "მერანის", "სამგურალის", "ჩიხურას", "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამოს აქვს საოცარი ტრანსფერები, გადაგვირბენს ყველა ვისაც არ დაეზარება
giggs
17:03 27-01-2020
0
მივესალმები ამ ტრანსფერებს (როგორც ვიცი ჰოლანდიელი შემტევიც დაიმატა საბურთალომ რომელიც პორტუგალიაში თამაშობდა და მშვენიერი სტატისტიკაც აქვს) მიუხედავად იმისა რომ ძალიან გულანატკენი ვარ არარატის შემდეგ და და ერთგვარ "პირად" მტრადაც კი ვიქეცი ამ გუნის.
დინამო...დიდი მაფიაა ამ გუნდში ბატონი რომანის სახით
guria
19:51 27-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული