[წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" მუდმივად სოსო ფრუიძესთან ასოცირდებოდა, თუმცა მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ ეს წყვილი ეროვნულ ლიგაში აღარ იქნება.  რა შეიცვალა კლუბში და როგორი იქნება ახალი "ჩიხურა", ვრცლად სტატიაში შემოგთავაზებთ.

2020 წლის სეზონში კლუბს 47 წლის ვახტანგ თურმანიძე წვრთნის, რომელიც წლების განმავლობაში სოსო ფრუიძის მარჯვენა ხელი იყო. ეს მის კარიერაში პირველი კლუბია, რომელსაც ეროვნულ ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში გაუძღვება.

როგორც კლუბის პრესსამსახურში გვითხრეს, საჩხერელები სეზონის პირველ ორ წრეში მეტოქეებს თბილისში უმასპინძლებენ, რადგან საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე ახლა სამუშაოები მიმდინარეობს; ხოლო ჩემპიონატის მეორე ნახევარში კლუბი
საშინაო არენას დაუბრუნდება და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ითამაშებს.

შემადგენლობა

მეკარეები: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, ავთო კაპანაძე

მცველები: შოთა კაშია, გიორგი კორიფაძე, გოდერძი მაჩაიძე, ირაკლი კამლაძე, ალექსანდრე ტეფნაძე, ოლეგ მამასახლისი, ლაშა ჩიკვაიძე, ოთარ ჯავაშვილი, თენგო ბუღაძე

ნახევარმცველები:
ლუკა კიკაბიძე, ლევან ნონიკაშვილი, თენგო წიქარიძე, შოთა გვაზავა, კახა კახაბრიშვილი, რეზო ღავთაძე, ვანო შარვაძე, ნიკა კაპანაძე, ივან ფოცხვერია

თავდამსხმელები: ბესიკ დეკანოიძე, ირაკლი ლექვთაძე, ვილი ისიანი

* შესაძლოა, შემადგენლობაში ჩემპიონატის დაწყების წინ გარკვეული ცვლილებები შევიდეს

ამხანაგური მატჩები 2020 წელს:
  • "ჩიხურა" - "არაგვი" 1:4
  • "ჩიხურა" - "დილა" 1:2
  • "ჩიხურა" - "არგესი" 4:1 (რუმინეთი, ლიგა 2)
  • "ჩიხურა" - ბრესტის "რუხი" 3:2 (ბელარუსის პრემიერლიგა)
  • "ჩიხურა" - "ყიზილ-ჟარი"2:2 (ყაზახეთის პრემიერლიგა)
  • "ჩიხურა" - "იამაბუგთი" 2:2 (დანიის რანგით მესამე ლიგა)
შეფასება
"ჩიხურა" ეროვნულ ლიგაში მეტწილად სუსტი შემადგენლობით ასპარეზობდა, თუმცა სოსო ფრუიძის ხელში საკმაოდ დამაკმაყოფილებელ შედეგებს დებდა. ახლა კი იგივე ვახტანგ თურმანიძემ უნდა გააკეთოს, რომელიც წლებია ფრუიძესთან ერთად მუშაობდა.


დღვანდელი შემადგენლობა არცთუ იმედიანად გამოიყურება. გუნდში, ძირითადად, მოვიდნენ ის ფეხბურთლები, რომლებმაც ეროვნული ლიგის სხვა კლუბებში ვერ გაამართლეს და ამჟამად გადარჩენის გზას საჩხერეში ეძებენ.


არსებული შემადგენლობა კი, რომელიც გუნდში წინა სეზონებიდან შემორჩა, გამოცდილია, თუმცა არცთუ ისე ძლიერი, რომ გუნდს შედეგი მოუტანონ.


სამწუხაროა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ იმერული კლუბი ამ შემადგენლობით ეროვნული ლიგის ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერი იქნება.



სიახლეები პოპულარული