[წარდგენა] იქნებიან ალაზნისპირელები კახური ღვინოსავით გამორჩეულები?

AutoSharing Option
საქართველოს მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატის რუკა კიდევ უფრო გაფართოვდა. ეროვნულ ლიგას დებიუტანტი ჰყავს და ეს კლუბი "თელავია". თუ რა ძალას წარმოადგენენ ალაზნისპირელები, ამას სტატიაში იხილავთ.

"თელავი" მიმდინარე სეზონში ადგილობრივ სარაგბო სტადიონზე იასპარეზებს, რადგან გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი ეროვნული ლიგის მატჩების გასამართ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა მომავალში იგეგმება სტადიონის გაკეთება.

კლუბს 39 წლის რევაზ გოცირიძე წვრთნის, რომელიც მთავარი მწვრთნელის რანგში უმაღლესი ლიგის გუნდს პირველად უძღვება. მანამდე ის "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდში მუშაობდა და ამავდროულად, "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

შემადგენლობა

მეკარეები: ოთო გოშაძე,
ბოგდან ბეზკროვნი, ლუკა სანიკიძე.

დაცვა: ვლადიმირ დიმიტროვსკი, ილია ბერიშვილი, თორნიკე ძოწენიძე, ანტონ თოლორდავა, სანდრო მელიქიშვილი, რაფაელ ჩუკურა, მირიან ჯიქია, ვასიკო ბაჩიაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, რატი კაკიაშვილი, ფირუზ მარაქველიძე.

ნახევარდაცვა: ცოტნე მოსიაშვილი, ლაშა კუკუჯანაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი რუხაძე, გურამ სამუშია, მიხეილ ბაშალეიშვილი, ბექა ვარშანიძე, ვლადისლავ კრაევი, დმიტრო პუდი.

ფორვარდები: გიორგი კანდელაკი, იაროსლავ კვასოვი, ლაშა კოხრეიძე.

* შესაძლოა, შემადგენლობაში ჩემპიონატის დაწყების წინ გარკვეული ცვლილებები შევიდეს

ამხანაგური შეხვედრები 2020 წელს:
  • "თელავი" - თბილისის "ლოკომოტივი" 1:3
  • "თელავი" - თბილისის "მერანი" 2:1
  • "თელავი" - "სამტრედია" 2:1
  • "თელავი" - ბრესტის "რუხი" 2:3 (თელაველთა დარად, ახალაღზევებულია ბელარუსის უმაღლეს ლიგაში)
  • "თელავი" - "მინსკი" 4:0 (ბელარუსის პრემიერლიგაში 2019 წელს მე-9 პოზიცია დაიკავა)
  • "თელავი" - "თარაზი" 0:1 (ყაზახეთის პრემიერლიგაში 2019 წელს მე-10 ადგილზე გავიდა)
  • "თელავი" - ოშის "ალაი" 3:2 (ყირგიზეთის ჩემპიონატში 2019 წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა)
შეფასება

მიმდინარე სეზონში "თელავის" მთავარი მიზანი ეროვნულ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება იქნება. არსებული ტრანსფერები ნამდვილად არ არის საკმარისი ხუთეულში მოსახვედრად, თუმცა წინ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაც იქნება, რაც შემადგენლობის გადახალისების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება ტრანსფერებს იმ ფონზე, როდესაც კლუბმა რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი დაიმატა და ეს სამომავლო ინვესტიციაა, ჰქონდა რამდენიმე გაურკვეველი სახის ტრანსფერიც. მაგალითად, 25 წლის ვლადისლავ კრაევი, რომელიც უკრაინის ფაქტობრივად, სამოყვარულო ლიგის გუნდ "ვოვჩანსკიდან" დაიმატეს; ლიონელ ენგუენე, რომელიც მოსვლიდან ცოტა ხანში უკანვე გააბრუნეს.
ამავდროულად, საინტერესო ფეხბურთელი ჩანს 31 წლის ჩრდილომაკედონიელი მცველი ვლადიმირ დიმიტროვსკი, რომელსაც არცთუ ისე ურიგო რეზიუმე აქვს. თუმცა მას ბოლო 6 თვე სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია და რთულია, ჩრდილომაკედონიელის ამჟამინდელ შესაძლებლობებზე ვისაუბროთ.

ყველა შემთხვევაში მისასალმებელია "თელავის" უმაღლეს ლიგაში ხილვა და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კლუბი თელავშივე ითამაშებს.

alt[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებს თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ გუნდს ეროვნულ ლიგაში დარჩენის რესურსი ნამდვილად აქვს. ეგ კი არა, კახელები ამ სეზონში ლიდერებსაც რომ არაერთხელ დააკარგინებენ ქულებს, ამაში ეჭვი არ მეპარება.
ქართული ფეხბურთი
16:32 25-02-2020
4

სიახლეები პოპულარული