"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში არსებული გვერდი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, სოსო ფრუიძე დაინიშნოს, რასაც არ დაუშვებენ.

პოსტში ნათქვამია, რომ მიხეილ აშვეთიასა და მის შტაბს დრო უნდა მიეცეს, რადგან საქმე ნულიდან დაიწყეს და 2 თამაშის წაგების გამო ისინი გუნდიდან არ უნდა გაუშვან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისური კლუბის დამრიგებლად ვლადიმერ ხაჩიძე დაინიშნა, რადგან მიხეილ აშვეთიას პროლიცენზია არ აქვს, თუმცა შედეგებზე პასუხისმგებელი მაინც მიხეილ აშვეთია და მისი შტაბია.

გთავაზობთ "ტორპედოს" გულშემატკივრების გვერდზე
გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად:

"ქალაქში დადის ხმები, თითქოს ქუთაისის ტორპედოს მთავარ მწვრთნელად სოსო ფრუიძე ინიშნება.

ჩვენ, ქუთაისის ტორპედოს ოფიციალური ფანკლუბის ყველა წარმომადგენელი, კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ ფრუიძის მოსვლის. ჩვენ ბოლომდე ვენდობით და გვჯერა ჩვენი გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის და უკვე მთავარი მწვრთნელის, მიხეილ აშვეთიასი და მისი შტაბის!

ჩვენ ვართ ის გულშემატკივარი, რომლებმაც ეს კლუბი არაერთხელ გადაარჩინეს; ჩვენ ვართ ის გულშემატკივრები, რომლებიც სულ აქ ვართ - ქარში, წვიმაში, თოვლში, სიცხეში, ყინვაში, სახლში, გასვლაზე წარმატებაში - კრიზისში! ყველგან და ყოველთვის!

ამიტომ, როცა საქმე ტორპედოს ეხება, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ძალა და ნებისმიერს დავუპირისპირდებით უსამართლობის წინაააღმდეგ.

აშვეთიამ გუნდი უმძიმეს დროს ჩაიბარა, გუნდს არ ჰქონია შეკრება, არ ჰქონია დრო მოსამზადებლად, შეკრიბა სრულიად ახალი გუნდი და 2 თამაშის წაგების მერე მის გაშვებაზე ალაპარაკდნენ.

ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით, ვიცით, ვინ სად მარხავს ძაღლის თავს და რას და როგორ გეგმავს. ამიტომ მანამ დავუჭერთ აშვეს მხარს, სანამ საკმარისი დრო არ გავა გუნდის მოსამზადებლად და სანამ ის შემადგენლობა არ შეიკრიბება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის შემდეგ, თუ შედეგი არ ექნება, ჩვენი თქმაც არ დასჭირდება, ის თვითონ წავა.

იმ ხალხის კომენტარები აშვეს წასვლაზე და ფრუიძის მოსვლაზე არ გვაინტერესებს, ვინც სახლში იჯდა, როცა გუნდს უჭირდა და ახლა გამოყო ფეხი. ამ გუნდში სოსო ფრუიძის მოსვლას არ დავუშვებთ და თუ მაინც მოხდება ეს და ჩვენს აზრს არ გაითვალისწინებთ, არასასიამოვნო გარემო შეიქმნება გუნდში.

აშვეთიამ და მისმა შტაბმა ჩვენთან ერთად ბოლომდე იომეს, ბოლო წამამდე დარჩნენ და არ მიატოვეს გუნდი. ამიტომ ჩვენი სრული მხარდაჭერა მათ!", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საწყისი 2 ტურის შემდეგ "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში 0 ქულა აქვს და არცერთი ბურთი არ გაუტანია. აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო სფფ-მ ქვეყნის ჩემპიონატები შეაჩერა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
არამგონია ეს ტორპედოს ნამდვილი ფან კლუბის განცხადება იყოს.ინვესტორს ჭირდება შედეგი და გუნდი რომელიც იბრძოლებს დიდი მიზნებისთვის ორი წააგო და კიდე ოთხი თუ მიაყოლა მერე იფოფხეთ გადარჩენისთვის რომ არ გავარდეთ იტალიელიც გეტყვით ბონჯორნოს და წავიდაა ფანობა.ისე ფრუიძის დასაწუნი რა გაქვთ ის მაინც გაიხსენეთ რა თამაშები მოაგებინა ჩიხურას შესარჩევებში.ისიც მიკვირს ეს კაცი ესე დაუფასებელი რატო არის ამ ქვეყანაში
თემური
11 მარტი 2020 17:48
4
საქართველოში უწიგნურობა მეფობსთქო რომ ამბობენ ,მართალი ყოფილა.აბაამ ხალხმა არ უნდა იცოდეს რომ,გუნდი მათ და აშვეთიამ კი არა იმ იტალიელმა კაცმა გადაარჩინა,ვინც გუნდი იყიდა და ფული გადაიხადა.ჰო და თქვე ვითომ გულშემატკივრებო ,რომ იმუქრებით ჩვენ არ დავუშვებთო მიპასუხეთ ვინ გკითხავთ,ვინ ხართ საერთოდ ,კაცმა მილიონები ცჰადო გუნდში, აშვეთია ამ მის მილიონება წყალში უყრის თავისი გამოუცდელობით(არ მითხრათ ახლა ჩხეტიანის შტაბში იყოო.შტაბში ყოფნა და მტავარი მწვრთნელობა სხვადასხვაა.ამის გამოცდილება არ აქვს)და თურმე თქვენ უნდა გკითხოს, რა ვქნა ჩემი მილიონები წყალს გავატანო,იმიტომ რომ აშვეთია თქვენთან ერთად იდგა ქარსა და წვიმაში თუ დროულად მოვიყვანო კვალიფიციური მწრთვნელო.? თქვენ რას იზამდით მის ადგილას? თუ ფეხბურთი გესმით, ფრუიძე რომ უფრო გამოცდილი და ე.ი. კვალიფიციურია ეს უნდა გესმოდეთ.და მეორეც ამ დანგრეულ გუნდში უნდა ფრუიძეს მოსვლა არ ეკითხებით? მით უმეტეს მას მერე თუ აშვეთიამ მთელი პირველი წრე ჩააგდო(როგორც თქვენი წერილიდან ჩან და როცა თქვენ დაეტანხმებით აშვეთიას გაშვებას).ამიტომ ფიქრობს გუნდის მეპატრონე სასწრაფო ზომების მიღებას,თორემ თქვენ თუ ასე გააგრძელებთ რქებით მიწოლას-წავა გუნდიდან და გაისად ისევ ქარსა-და წვიმაში მოგიწევთ დგომა გუნდის გადასარჩენად. ასე რომ აცადეთ მეპატრონეს იქნებ მოახერხოს და ფეხზე დააყენოს გუნდი. მთავარი ხომ ესა უნდა იყოს ჭეშმარიტი გულშემატკივარისთვის და არა აშვეთიას სანსახურის შენარჩუნება

mamulo
11 მარტი 2020 17:02
1
ე ჩემო ძმაო ამ ბრბოს რას აუხსნი თბილის და ბათუმს მარტო იმიტო აგინებენ რო სხვა კუთხის საქართველოა და მათი გუნდის კონკურენტი ..უნახავი ხამები არიან
დავიდი
12 მარტი 2020 14:21
0
ეს ეხლა ნორმალურია, შენ ვინ გკითხავს მწვრთნელად ვის დანიშნავს და ვისი მუშაობა აკმაყოფილებს გუნდის მფლობელს და ვისი არა? ფულს ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს, ვინც გაუსწორდება იმას დანიშნავს. აი ფრუიძე რომ ტორპედოში მოვიდეს კიდე უნდა გიხაროდეთ, თუ მოინდომა მაგ კაცმა ასეთი ტორპედოს ჩაბარება!!!
nika
11 მარტი 2020 15:37
2
ეს ფან- კლუბი რომ დანიშნონ მწვრთნელად, არა? მაინც ყველა საქმეში ცხვირი აქვთ ჩაყოფილი, ბილწსიტყვაობაში ევროპის ჩემპიონები არიან და აშენდება გუნდი. ვაი თქვენს პატროონს!
kroosi
11 მარტი 2020 17:03
3
ტორპედო კერძო საკუთრებაა იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ და ყველაფერს კლუბის გენერალური დირექტორი და მფლობელი წყვეტენ. ასერომ 21 საუკუნეში ტეხავს არაოფიციალური წყაროს ფიქრების გადმოტანა საიტზე. ვერაფერს იზამენ კლუბი ერთ კაცს ეკუთვნის და რასაც სწორად აჩათვლის იმას გააკეთებ. კაცმა გუნდი დაღუპვს გადაარჩინა და ეგებ ვაცადოთ მის კლუბში საკუთარი იდეების განხორციელება. ანდა ვის შეკითხება კლუბი მისია. უცბად დაიწყეს უაზრო მუქარები. წარმატებები ბატონ მიხეილს, რამდენიმე შეხვედრა უნდა ვაპატიოთ მთლიანად გუნდს, რადგან ყველამ ვიცით რა გადახდა გუნდს. წარმატებები ტორპედოს
Xffdb
11 მარტი 2020 15:45
2
რა დამოკიდებულებაა ან რა მოთხოვნაა?!!! ვინ გეკითხებათ თქვენ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი?!!! ან რა დაუწუნეთ აპოლონიჩს ქუთეისელებმა?!!!
1. ქუთაისელობა?
2. პრო ლიცენზია?
3. შედეგი პატარა გუნდით?
4. შედეგი ევროთასებზე?
5. სელექციის უნარი თუ რა?
თქვენ და თქვენნაირმა ვაი გულშემატკივრებმა და ფეხბურთზე ეგრედ წოდებულმა ხალხმა დააქციეთ ეს ფეხბურთი!!! ვაი თქვენს პატრონს!!!
ოეე, ტორბედოო
11 მარტი 2020 16:03
5
ასეთ მცირე დროში გუნდი არ კეთდება,ჯერ აცალეთ. ისე კი ფრუიძე რატომ არ უნდა გინდოდეს კაცს აი ეს არ მესმის.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
11 მარტი 2020 16:34
4
რამე დააშავა ფრუიძემ ტორპედოს წინაშე თუ საიდან ეს აგრესია? აშვეთიას შანსი მივცეთ გასაგებია მარა ფრუიძის მოსვლას არ დაუშვებთ ეს ვერ გავიგე.
Kkk
11 მარტი 2020 16:26
2
მრავალი გრამატიკული შეცდომით დაწერილი, ტორპედოს ყოველთვის მხსნელი ფანკლუბის წერილი უბრალოდ ანადგურებს ამ ფანკლუბის ტოპ-მენეჯმენტის ინტელექტუალურ დონეზე არსებულ მცირე დადებით წარმოდგენასაც კი.
მე რომ კლუბის მეპატრონე ვიყო, სათითაოდ , სახელი და გვარით ავღწერდი ამ ფანკლუბის ყველა წევრს და სანამ კლუბის მეპატრონე ვარ ამ კლუბის მონაწილეობით ჩატარებულ ნებისმიერ მატჩზე დასწრებას ავუკრძალავდი ჩემს პირად საქმეებში ჩარევისა და მუქარებისათვის. აი ასე უნდა გააკეთოს მანინიმ და მერე უცბად დალაგდებიან!
kako
11 მარტი 2020 16:36
4
ქუთაისური ბლაბლაა და არა ფანკლუბი სიმონ!. მე ის უფრო მიკვირს, რატომ ჩადო ამ გუნდში იტალიელმა ინვესტორმა ფარა. ეს მართლა გასაკვირია ჩემა მზემ.ხო. აშვეთიას ლივენზია აქვს? მე მგონი არა.
ზაკოია ზასტაველი
11 მარტი 2020 17:20
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული