"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში არსებული გვერდი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, სოსო ფრუიძე დაინიშნოს, რასაც არ დაუშვებენ.

პოსტში ნათქვამია, რომ მიხეილ აშვეთიასა და მის შტაბს დრო უნდა მიეცეს, რადგან საქმე ნულიდან დაიწყეს და 2 თამაშის წაგების გამო ისინი გუნდიდან არ უნდა გაუშვან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისური კლუბის დამრიგებლად ვლადიმერ ხაჩიძე დაინიშნა, რადგან მიხეილ აშვეთიას პროლიცენზია არ აქვს, თუმცა შედეგებზე პასუხისმგებელი მაინც მიხეილ აშვეთია და მისი შტაბია.

გთავაზობთ "ტორპედოს" გულშემატკივრების გვერდზე
გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად:

"ქალაქში დადის ხმები, თითქოს ქუთაისის ტორპედოს მთავარ მწვრთნელად სოსო ფრუიძე ინიშნება.

ჩვენ, ქუთაისის ტორპედოს ოფიციალური ფანკლუბის ყველა წარმომადგენელი, კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ ფრუიძის მოსვლის. ჩვენ ბოლომდე ვენდობით და გვჯერა ჩვენი გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის და უკვე მთავარი მწვრთნელის, მიხეილ აშვეთიასი და მისი შტაბის!

ჩვენ ვართ ის გულშემატკივარი, რომლებმაც ეს კლუბი არაერთხელ გადაარჩინეს; ჩვენ ვართ ის გულშემატკივრები, რომლებიც სულ აქ ვართ - ქარში, წვიმაში, თოვლში, სიცხეში, ყინვაში, სახლში, გასვლაზე წარმატებაში - კრიზისში! ყველგან და ყოველთვის!

ამიტომ, როცა საქმე ტორპედოს ეხება, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ძალა და ნებისმიერს დავუპირისპირდებით უსამართლობის წინაააღმდეგ.

აშვეთიამ გუნდი უმძიმეს დროს ჩაიბარა, გუნდს არ ჰქონია შეკრება, არ ჰქონია დრო მოსამზადებლად, შეკრიბა სრულიად ახალი გუნდი და 2 თამაშის წაგების მერე მის გაშვებაზე ალაპარაკდნენ.

ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით, ვიცით, ვინ სად მარხავს ძაღლის თავს და რას და როგორ გეგმავს. ამიტომ მანამ დავუჭერთ აშვეს მხარს, სანამ საკმარისი დრო არ გავა გუნდის მოსამზადებლად და სანამ ის შემადგენლობა არ შეიკრიბება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის შემდეგ, თუ შედეგი არ ექნება, ჩვენი თქმაც არ დასჭირდება, ის თვითონ წავა.

იმ ხალხის კომენტარები აშვეს წასვლაზე და ფრუიძის მოსვლაზე არ გვაინტერესებს, ვინც სახლში იჯდა, როცა გუნდს უჭირდა და ახლა გამოყო ფეხი. ამ გუნდში სოსო ფრუიძის მოსვლას არ დავუშვებთ და თუ მაინც მოხდება ეს და ჩვენს აზრს არ გაითვალისწინებთ, არასასიამოვნო გარემო შეიქმნება გუნდში.

აშვეთიამ და მისმა შტაბმა ჩვენთან ერთად ბოლომდე იომეს, ბოლო წამამდე დარჩნენ და არ მიატოვეს გუნდი. ამიტომ ჩვენი სრული მხარდაჭერა მათ!", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საწყისი 2 ტურის შემდეგ "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში 0 ქულა აქვს და არცერთი ბურთი არ გაუტანია. აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო სფფ-მ ქვეყნის ჩემპიონატები შეაჩერა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ფრუიძეს მსგავსი მწვრთნელები ტურპედოში ვერასდროს ვერ მივლენ,ჯერ კაცი უნდა იყო რომ ტორპედოში მოხვიდე და მერე პროფესიონალი მწვრთნელი,ეს არც ერთია და არც მეორე
ლაშა
10:23 26-04-2020
0
ჩხეტიანი დაქირავებული ფან კლუბი ეხლა აშვეთიას გადაუბარებია!!ვინ კითხავს ამ ნაყიდ სექტას ვინ ვის დანიშნავს!
გოჩა
23:42 01-04-2020
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
3
1
2
0
2
5
3
0
3
0
0
3
2
0
1
2
-3
1