საქართველოს ჩემპიონად თბილისის "ლოკომოტივს" აღიარებენ?

AutoSharing Option
ხვალ, 17 მარტს, უეფა ეროვნულ ფედერაციებთან და სხვა საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად ევროტურნირების, ეროვნული ჩემპიონატების განახლების და ევროპირველობის საკითხებს განიხილავს.

As-ის ცნობით, უეფას მიაჩნია, რომ თუ კორონავირუსის გამო ეროვნული ჩემპიონატები არ განახლდა, გამარჯვებულად ლიდერი გუნდი უნდა გამოცხადდეს. ამავე პრინციპით გამოვლინდება 2020/21 წლების სეზონში ევროტურნირების მონაწილეებიც.

ამავე დროს, უეფა არ ჩაერევა ლიგებში გუნდების დაქვეითების და აღზევების საკითხებში და ეს ეროვნული ლიგების პრეროგატივა იქნება.

თუ ევრო 2020 მომავალი წლისთვის გადაიტანეს, ამის გაკეთება საჭირო არ იქნება, რამეთუ ეროვნული ჩემპიონატების დასასრულებლად დრო გამოთავისუფლდება.

ევროპულ ფეხბურთში
ჩემპიონატის დაუსრულებლად ჩემპიონის დასახელების ერთადერთი პრეცედენტი არსებობს - 1990 წელს, როდესაც ყოფილ იუგოსლავიაში ომი დაიწყო, ჩემპიონად "პარტიზანი" გამოაცხადეს.

2 ტურის შემდეგ 6 ქულით საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის "ლოკომოტივია". რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია, მაგრამ უეფას ამ უცნაური ლოგიკით, ოქროს მედლები "ლოკოს" უნდა გადაეცეს...

მკითხველის კომენტარები / 16 /
2 ტური!!! )) ანუ ჩემპიონატი ფაქტიურად არ არი დაწყებული! შესაბამისად უნდა გაუქმდეს უბრალოდ და სექტემბრიდან დაიწყოს შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ახალი ჩემპიონატი, მანამდე იმედია ეს კორონაც გადაივლის. ყველა ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ასე ტარდება და მაინდამაინც ჩრდილოელ ქვეყნებს რატო ვბაძავთ? ანაც ძვირფასს რუსეთს?! სამხრეთ კავკასია ვართ თუ სკანდინავია?! ვახ! ამ ჩვენი ფეხბურთის უტვინო ფუნქციონერებს რა ვუთხარი!
რა არი? 2 საათი ჭირდება კომენტის გამოქვეყნებას?
bs
17 მარტი 2020 10:42
1
2 ტური!!! ანუ ჩემპიონატი ფაქტიურად არ არი დაწყებული! შესაბამისად უნდა გაუქმდეს უბრალოდ და სექტემბრიდან დაიწყოს შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ახალი ჩემპიონატი, მანამდე იმედია ეს კორონაც გადაივლის. ყველა ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ასე ტარდება და მაინდამაინც ჩრდილოელ ქვეყნებს რატო ვბაძავთ? ანაც ძვირფასს რუსეთს?! სამხრეთ კავკასია ვართ თუ სკანდინავია?! ვახ! ამ ჩვენი ფეხბურთის უტვინო ფუნქციონერებს რა ვუთხარი!
bs
17 მარტი 2020 10:10
1
ცოტა იჩქარა ჩვენმა ფედერაციამ, ისეადაც სასაცილოა ჩვენს სტადიონებზე დასწრება, თუ არ ჩავთვლით ბათუმს და ხანდახან ზოგ სხვა ქალაქს, გაგრზელებულიყო სანამ ზალიან არ გამძაფრდებოდა ზოგადი სურათი, ან ბოლო ბოლო უმაყურებლოდ.. დროს მოიგებდნენ და მერე გადადებულიყო აგვისტომდე
გაკვირვებული
17 მარტი 2020 10:08
1
აზრი? გონდაც თელავი გახდეს გონდაც თერჯოლა. საკლუბო ფეხბურთი არცაა სახსენებელი.
გოგა
16 მარტი 2020 22:01
3
და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გახდება ჩემპიონი, თბილისის "ლოკომოტივი" თუ ჭრებალოს "იუნაიტედი"? ვინც გავა ევროტურნირებზე, უცბად გამოვარდება.
ევგრაფი
16 მარტი 2020 20:49
11
ჭრებალო რაჭაში ჩემი სოფელია და იქ გუნდს იუანაიტედი არ ქვია. საიდან იგონებთ
გენადი
16 მარტი 2020 22:00
5
რა უცბად აქოთქოთდებით ხალხო.
უეფას ეს გადაწყვეტილება მაინც რომც მოხდეს არ შეეხება გაზაფხულ-შემოდგომის სისტემით მოთამაშე კლუბებს, შემოდგომაზეც რომ განახლდეს ჩემპიონატი მინიმუმ 2 წრის მოვლით მაშინ მივიღებთ სრულფასოვან ჩემპიონს როგორც ეს იყო 2016 -ში.
ასე რომ ,არ ინერვიულოთ.
jango
16 მარტი 2020 20:23
0
საერთოდ ბოდვა ეს სტატია რა ლოკომოტივი ჩემპიონი ჩვენთან სეზონი ნოემბერში მტავრდება და მაქამდე ჩემპიონატი როგორმე განახლდება, რაც შეეხება ევროტურნირებს ჩვენ მანდ გვყვას უკვე მონაწილეები რადგან სეზონი ნოემბერში დასრულდა
sfgjt
16 მარტი 2020 20:22
0
ფილტვებზე არ ვიცი მარა ეს კორონა ტვინზე, რომ მქმედებს უკვე ფაქტია.დდდდდ
Kkk
16 მარტი 2020 20:18
0
განსაკუთრებით ჟურნალისტების)
ბათუმის ფანი
16 მარტი 2020 21:01
1
ეჰ შარშან სად იყო სეზონის ბოლოსკენ ეს კორონა)
ბათუმის ფანი
16 მარტი 2020 20:07
1
ჩვენ ხო გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე ვარტ, ესეიგი ჩემპიონი გვყავს, მასე რო გააკეთონ არამგონია ჩვენ შეგვეხოს
gio gio
16 მარტი 2020 20:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული