
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსის გამო ევრო 2020-ის გადატანას იმისათვის მოითხოვს, რათა სერია A დაასრულოს.
"ჩვენ უეფას ევროპის ჩემპიონატის გადადებას შევთავაზებთ. შევეცდებით, ქვეყნის პირველობა დავასრულოთ. ეს ჩვენი კლუბების მიერ გაწეული ხარჯებისა და გაღებული მსხვერპლის შემდეგ უფრო სამართლიანი იქნება.
კორონავირუსის გავრცელების გამო ევროპის ტოპ-ლიგებში ჩემპიონატები შეწყდა ან გადაიდო", - განაცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ Sport Mediaset-ის ეთერში.
იტალიის ჩემპიონატი 9 მარტს შეჩერდა. უეფა ევროპირველობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 17 მარტს მიიღებს.