ქუთაისის "ტორპედო" ისევ ზაალ ჩაჩავასია?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მფლობელი ჯერ კიდევ ზაალ ჩაჩავაა, კლუბი ახალი მფლობელისთვის, ფაბიო მანინისთვის არ გადაუციათ, - ამის თაობაზე ინფორმაციას გულშემატკივართა კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"ძალიან ვწუხვართ, რომ ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი მოვლენების ფონზე გვიწევს მოგაწოდოთ ცუდი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც მზად არის, ფეხზე დააყენოს ქუთაისის "ტორპედო", ჯერ კიდევ არის პრობლემები, რაც გამოწვეულია იმით, რომ არ გადაუციათ გუნდი ოფიციალურად.

გუნდში ისევ უმძიმესი ფინანსური კრიზისია. თვეებია ფეხბურთელებს და გუნდში დასაქმებულ ხალხს ხელფასი არ აუღია. ფაბიო
მზად არის და მოუთმენლად ელის გუნდის გადაცემას, რათა თავის თავზე აიღოს ვალდებულება.

სამწუხაროდ, გუნდის ოფიციალური მფლობელი ჯერ კიდევ ზაალ ჩაჩავაა...

შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, მანინო მოითხოვს გარანტიის ფურცელს, სადაც დადასტურდება,რომ გუნდი მისი საკუთრებაა.

გთხოვთ დააჩქაროთ ეს პროცესი. ქუთაისის "ტორპედოს" უკან არამარტო სახელი და ისტორიაა, მის უკან უამრავი ბავშვი და ოჯახი დგას.

სამწუხაროდ, დგას გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

"ტორპედო" უნდა გადარჩეს! ინვესტორი არსებობს! გუნდი უნდა გადასცენ! დრო ძალიან ცოტაა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღე.

კორონას დასრულების შემდეგაც გრძელდება სიცოცხლე!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველას ყველას ყველას ქუთაისში აღმოჩენილია ახალი ვირუსი რომლისგანაც განკურნება შეუძლებელია სახელად ჩაჩავა.
იბერიელი68
05 აპრილი 2020 11:20
0
თუ საპირველ აპრილო ხუმრობაა ვერ ვიტყვი რო შეუტია გამოგივიდათ,თუ არა და რა ტყვილა სხაოდა რესტორანში...
კახა ქ.
02 აპრილი 2020 18:29
0
ხალხო რით ვერ გაიგეთ რო ეს მანინია თუ ვიღაცა ისეთივე მოგონილი პერსონაჟია როგორც ნაცარქექია და სხვები?! არავითარი მშველელი არ ჩანს!!!! უბრალოდ ხელისუფლებას ქუთაისის შეეშინდა!! დიდა ქუთაისი და ა, ბატონო თქვენ მშველელიო!!!! ვაი ჩვენს პატრონს რო გვჯერა ყველაფერი!!!!
გიგა
02 აპრილი 2020 12:24
1
თუ საპირველაპრილო ხუმრობაა, ძალიან უკბილოდ გამოგივიდათ და თუ არ ჭორაობთ და ზუსტად იცით რომ ეს ასეა მაშინ აღარ ყოფილა საშველი, ეს უკვე სირცხვილიც აღარ არის!!!!
02 აპრილი 2020 10:07
0
კაცმა რო გკითხოთ გაგიჟებული ფანები ხართ და სიცოცხლესაც თმობთ ტორპედოსთვის. შეზღუდულია კანონით პოლიცია და მერია, წადით იპოვეთ ეს კაცი დაუმტვრიეთ თავყბა და კლუბსაც გადმოაფორმებს და ბოდიშსაც მოიხდის ზევიდან, ერთხელ ორჯერ და 17ჯერ რო გაილახება ეგ არაკაცი
Gia
02 აპრილი 2020 05:42
0
საპირველაპრილო ხუმრობა მგონია,მაგრამ თუ სადმე მოიხელთებთ,დაიჭირეთ და გემრიელად დაუზილეთ გვერდები.თუნდაც ძველი დამსახურების ხათრით.
სოსო
01 აპრილი 2020 23:39
0
100% ესე როგორ შერჩა არ მესმის.ტიპმა აიგო ნაგლად და კაზინოში წაგო ფული და კიდევ რამდენი ჩამოვტვალო.უსამართლობა მეტი არაფერი!!!
nodo
02 აპრილი 2020 04:55
0
აუ რა ატყვია ხალხი ქუთაისის მერიამ და გუბერნიამ!!
Gia
01 აპრილი 2020 23:33
2
მორიგი საპირველაპრილო ხუმრობაა, თუ მართალია და ვაი ჩვენს პატრონს?
ნოდიკო
01 აპრილი 2020 20:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული