როგორც ბათუმის "დინამოში" დაგვიდასტურეს, აჭარული კლუბი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს, თუმცა შესათანხმებელი, ბუნებრივია, ფინანსურ საკითხებთან ერთად სხვადასხვა დეტალია. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი და კლუბი მომავალი შეხვედრების გამართვას ელოდებიან.
ჯანო ანანიძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო 2009 წელს. თითო-თითო სეზონი იჯარის წესით "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" გაატარა, ხოლო 2019 წლის ბოლოს მოსკოვურ კლუბს დაემშვიდობა და კარიერა ფამაგუსტის "ანორთოსისში" განაგრძო.
ჯანოს ეროვნულ გუნდში 43 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია. ბათუმის
"დინამომ" საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და მიმდინარე წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ჯანოს ამ ეტაპზე სჭირდება სათამაშო პრაქტიკა და სწორი გადაწყვეტილება იქნება ბათუმში გადმოსვლა ევროტურნირებისთვის ძლიერდება კლუბი და ჯანოს გამოცდილების და კლასის მქონე ფეხბურთელი წაადგება კლუბს დარწმუნებული ვარ ჯანო შევა ფორმაში წაადგება კლუბს და ნაკრებსაც დაეხმარება.
ვერ ითამაშა კი არა, არ ითამაშა. არ თამაშობს. აღარ თამაშობს, ტიპი მულტიმილიონერი გახდა რუსეთში სკამზე ჯდომით, ტყუილა ყოფნით, აბა რაღაზე შეიწუხებს თავს. სულ ფეხებზე კიდია გულშემატკივარი რას ფიქრობს.მეტი საქმე არ აქვს აქეთ იქით ირბინოს და გიჟივით ივარჯიშოს.
ბათუმში თუ აიყვანეს აგერ ნახავთ იქაც არ ითამაშებს. წამოწვება და იქნება. ბოლო 15 წუთი შემოიყვანენ, ივლის ცოტას მოედანზე და მორჩა. როგორც ლევან მჭედლიძე დღეს თბილისის დინამოში. როგორც ათასი სხვა ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებმაც სიზარმაცით დაასამარეს თავიანთი ტალანტი.
არცთუ გამორჩეული ნიჭის კალაძემ სწორი მიდგომით, მიზანმიმართულობით, თავის თავზე გაუთავებელი მუშაობით, სერიოზულობით და ბრძოლით მილანამდე მიაღწია, ბევრჯერ მილანი მოედანზე კაპიტნის სამკლაურითაც გაუყვანია. შრომოა უნდა ყველაფერს. ისე არ გამოვა.
ეხლა ჩაკვეტაზე ადგას ანანიძის გზას. ნელ-ნელა მიშვება დაიწყო.
იმედია არ დაიზარებს, ბევრს ივარჯიშებს და რომელიმე ნორმალურ ევროპულ კლუბში გადავა და ამისათვის სრული ერთი სეზონი ეყოფა ფორმაში შესასვლელად და თავისი თამაშის საპოვნელად!
მე მჯერა ჯანოსი!
წარმატებები ჯანოს, დინამო ბათუმს და სრულიად საქართველოს!