როგორც ბათუმის "დინამოში" დაგვიდასტურეს, აჭარული კლუბი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს, თუმცა შესათანხმებელი, ბუნებრივია, ფინანსურ საკითხებთან ერთად სხვადასხვა დეტალია. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი და კლუბი მომავალი შეხვედრების გამართვას ელოდებიან.
ჯანო ანანიძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო 2009 წელს. თითო-თითო სეზონი იჯარის წესით "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" გაატარა, ხოლო 2019 წლის ბოლოს მოსკოვურ კლუბს დაემშვიდობა და კარიერა ფამაგუსტის "ანორთოსისში" განაგრძო.
ჯანოს ეროვნულ გუნდში 43 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია. ბათუმის
"დინამომ" საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და მიმდინარე წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
სამწუხაროდ გელა ნუგზარაშვილი არავის არ ახსოვს. არადა ეგაა ჩვენი მომავალი.
ჯანო! ყოჩაღად იყავი, მთელ საქართველოს უყვარხარ, ყველა შენი გულშემატკივარია! წარმატებებს გისურვებ! გაიხარე და გაახარე საქართველო!