ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
მცველი ლევან ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა "ფეისბუქით" გაავრცელა:

"საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ლევან ხარაბაძე მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მან წელიწად-ნახევარი იჯარის წესით შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ "ციურიხში" გაატარა, სადაც 28 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

ლევან ხარაბაძე "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, სანაკრებო დებიუტი კი გასულ წელს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, ასევე, გიბრალტართან და სამხ. კორეასთან ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ხარაბაძემ შემოდგომაზე ტრავმა მიიღო და მატჩების გამოტოვება მოუწია. იგი გუნდს უკვე შეუერთდა და
ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს ვარჯიშს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი პროგრესიც მესმის , ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობა რომ დაბალი დონის არიან არ უნდათ რომ დაიჯერონ ტიპი 2-3 წლის უკან ელიგაში დაფრინავდა გადავიდა საშუალო დონის საშუალო კალიბრის გუნდში რაც ტრამპლინად უნდა გამოეყენებინა და ჰაიდა შესძახეს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებო. მე დღემდე მიკვირს რუსეთის საკმაოდ ძლიერ ლიგაში რომელიც შვეიცარიის და ამ დონის ჩემპიონატებს ერთად აღებული 2 თავით სჯობს როგორ აყავთ ქართველი ფეხბურთელები რომლის ნახევარზე მეტმა სწორი პასის მიცემა, გახსნა , კარში დარტყმა არ იცის , და ფიზიკური მონაცემებით და გამძლეობით პირველი კლასის მოსწავლეს არაფრით აღემატება როგორ იყვანენ გუნდში. ასეთი მესები გვყავს სინამდვილეში როგორც ზემოდ ნახსენები ფეხბურთელია. ეპითეტებით "მესებს" ანიჭებენ რეალურად კი იმის დონე ვართ და ისეთი ფეხბურთელები გვყავს ზემოთ ნახსენებიანად რაც ჩვენი დოღლიგა და მისი " გრანდები" არიან.
Helados
10:34 29-05-2020
20
ამ კაცს ნიჭიც აქვს, შრომაც არ ეზარება და მენტალიტეტიც ნორმ. მაგრამ, აი კარიერა ვერ აეწყო რა.
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული