თბილისის "ლოკომოტივის" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დატოვა.
"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა.
კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და ჩვენთან გატარებული სამთვიანი პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში." - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" მარტის ბოლოს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით "რკინიგზელებმა" მხოლოდ 2 მატჩი გამართეს ("მერანთან" (1:1) და თბილისის "დინამოსთან" (0:4)).
უცნობია, თუ სად განაგრძობს მუშაობს გამოცდილი ქართველი სპეციალისტი და ისიც, თუ ვინ ჩაუდგება "ლოკომოტივს" სათავეში.