მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დატოვა.

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა.

კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და ჩვენთან გატარებული სამთვიანი პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში." - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" მარტის ბოლოს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით "რკინიგზელებმა" მხოლოდ 2 მატჩი გამართეს ("მერანთან" (1:1) და თბილისის "დინამოსთან" (0:4)).

უცნობია, თუ სად განაგრძობს მუშაობს გამოცდილი ქართველი სპეციალისტი და ისიც, თუ ვინ ჩაუდგება "ლოკომოტივს" სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
აი მალადეც აბა რა უნდა გაეშვათ ზუსტად 2 თამაში აჩვენებს მწვრთნელის შესაძლებლობებს 2 მატჩი სრულიად საკმარისია ამის დასადგენათ. :))
Giorgi
06 ივლისი 2020 16:48
2
მასე ჩიხურამ ყველა მატჩის შემდეგ უნდა იცვალოს მწვრთნელი?
ტატო
06 ივლისი 2020 17:44
0
გუნდს, რომელიც კორღალაძეს გაუშვებს და ფრუიძეს მოიყვანს(ამ სიტუაციაში), მაღალი მიზნების მიღწევის სურვილზე საუბარი არ დაეჯერება. (1 ლარად 10 ლარიანი საქმე არ კეთდება).
r7
06 ივლისი 2020 17:33
6
ფრუძის დანიშვნა თავიდანვე შეცდომა იყო.გაიხსენეთ რა ფეხბურთით მოიპოვა ლოკომოტივმა ევროსაგზური?შემტევი და ლაღი თამაშით.კი ფრუიძე ძლიერი სპეციალისტია,მაგრამ შემტევი ფეხბურთი მისთვის უცხოა,თითქმის ყოველთვის მეორე ნომრობას ირჩევს.ცხადი იყო რომ მის ფეხბურთს ალღოს ვერ აუღებდა შემტევი და ახალგაზრდული ლოკომოტივი.თუმცა ორი თამაშის მერე გაშვება მაინც არაა სწორი.ერთადერთი ახსნა ის იქნება თუ ისევ კორღალიძეს დააბრუნებენ.ზოგადად ამ შემადგენლობით და ასეთი მწვრთნელთა ცვლით რა შედეგი ექნება ლოკომოტივს ევროპალიგაზე?
master
06 ივლისი 2020 17:37
3
მაგრა მუშაობს ლოკომოტივის მენეჯმნეტი. ახლა გასაგებია რატომაც ხარჯავენ ამდენ ფულს უშედეგოდ და ისიც თუ რატომ წავიდა კორღალიძე. ხელფასი ყველას შეუმცირდა ეგ მიზეზი ვერ იქნება.
გულშემატკივარი
06 ივლისი 2020 17:32
1
მაგარი მენეჯმენტი ყავთ ამ კლუბებს რა სასწაული პირდაპირ
Gorgi
06 ივლისი 2020 20:18
0
ვაისიც უნდა გაგვეშვა მაშინ,ორი კია არა ორმოცდაორი წააგო მაგან საერთოდ
დ.ფ.
06 ივლისი 2020 17:08
8
ლოკოს,მართლაც კარგი აკადემოია აქვს,მაგრამ დიდ გუნდში,რაღაც ვერ არის რიგზე.არ აცდიან ხალხს მუშაობას.თითქოს ყველამ იცის,რომ მწვრთნელს უნდა დააცადო,მუშაობა,მაგრამ პრაქტიკაში,მაინც მოუთმენლობით კიდევ უფრო აფუჭებენ საქმეს.თითქმის მთელ მსოფლიოში მასეა,მაგრამ ამით ჩვენ რა შეღავათი გვაქვს?
სოსო
06 ივლისი 2020 21:15
1
გამოცდილი ქართველი მწვრთნელი ... ცოტა ზედმეტი, ხომ არ არის „გამოცდილი“? დაბალი დონის უფრო მოუხდებოდა.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 ივლისი 2020 21:43
11
შემდეგ ტურში ვაკეში თუ ვერ მოვიგეთ ბერიძის ადგილას გეგუჩას გავაყოლებდი უკან ფრუიძეს
ბათუმის ფანი
06 ივლისი 2020 20:52
2

სიახლეები პოპულარული