მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დატოვა.

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა.

კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და ჩვენთან გატარებული სამთვიანი პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში." - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" მარტის ბოლოს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით "რკინიგზელებმა" მხოლოდ 2 მატჩი გამართეს ("მერანთან" (1:1) და თბილისის "დინამოსთან" (0:4)).

უცნობია, თუ სად განაგრძობს მუშაობს გამოცდილი ქართველი სპეციალისტი და ისიც, თუ ვინ ჩაუდგება "ლოკომოტივს" სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლოკომოტივის ხელმძღვანელობა ნეტავ ვინ არის?მსგავსი უპატივსემლობა გაუგონარია,ისე ხელშეკრულება არ ქონდა რატომ გააწყვეტინა?
nodiko
20:18 07-07-2020
0
არ უნდა გაეშვათ,სოსო ფრუიძე ძალიან კარგი მწვრთნელია და არ იმსახურებდა გაშვებას. 2-3 თამაშით არ წყდება წარმატება და წარუმატებლობა. ვნახოთ ჭიაბრიშვილი რას გააკეთებს. ჩემი აზრით ბევრი არაფერი არ შეიცვლება.სოსო ფრუიძე არ დარჩება უმუშევარი და ლოკომოტივი ალბათ ინანებს კიდეც ამ შეცდომას.
თავადი78
12:02 07-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
7
4
3
0
9
15
7
2
4
1
3
10
7
1
2
4
-4
5
7
0
3
4
-10
3