ეროვნული ლიგა. V ტური: "სამტრედია" და "ჩიხურა" უგოლოდ გაიყარნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ივლისს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში "სამტრედიასა" და "ჩიხურას" დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა.

მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. სტუმრებს 88-ე წუთზე შეეძლოთ გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ წიქარიძის შორიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

"სამტრედია" 5 ქულით მეხუთე ადგილზეა, "ჩიხურა" კი 2 ქულით - უკანასკნელზე, მეათეზე.

16 ივლისს "ჩიხურა" სტუმრად "თელავს", ხოლო 17 ივლისს "სამტრედია" "მერანს" შეხვდება.

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - ჩიხურა 0:0

სამტრედია (4-2-3-1): სეფიაშვილი, რუხაია, კილასონია, სამბუ (ჩაკვეტაძე 81), ფერეირა, ლუკავა (კვირკვია 46), ყურბანოვი,
მესიაჩენკო, დისი, პავიშიჩი (კერძევაძე 46), იმნაძე

მწვრთნელი: კაჭარავა

ჩიხურა (4-1-2-3): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია, კორიფაძე, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე, კიკაბიძე (დეკანოიძე 68), ბუხაიძე (მუჯირი 59)

მწვრთნელი: თურმანიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოგება თუ უნდა ჩიხურას ბუხაიძეს უნდა შეუწყვილოს მუჭირი ორი თავდასხმელით
fanat
09:04 10-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული