ეროვნული ლიგა. VI ტური: "სამტრედიამ" "მერანს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "სამტრედიამ" თბილისში" "მერანს" 2:1 მოუგო.

დებიუტში მასპინძლები თევზაძემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს: ჯერ შეცვლაზე შესულმა კერძევაძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ცოტა ხანში ყურბანოვმა თერთმეტმეტრიანით "სამტრედიას" გამარჯვება მოუპოვა.

"სამტრედია" 8 ქულით მეხუთე ადგილზეა, "მერანი" კი 3 ქულით მეცხრეზე.

23 ივლისს "მერანი" სტუმრად "ჩიხურას" დაუპირისპირდება, ხოლო 25 ივლისს "სამტრედია" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

თბილისი."მიხეილ მესხი 2"
მერანი (თბ) - სამტრედია 1:2
გოლები: 1:0 თევზაძე (8), 1:1 კერძევაძე (49), 1:2 ყურბანოვი (54, პენ)

მერანი (თბ) (4-2-3-1):
თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, ვასაძე (მიქაბერიძე 68), კახელიშვილი (დათუნაიშვილი 48), მახარობლიძე, გაბისკირია, კაკაშვილი, სარდალიშვილი, ნაჭყებია (ხაბულიანი 70)

მწვრთნელი: დარასელია

სამტრედია (4-2-3-1), სეფიაშვილი (კ), რუხაია, კილასონია, ახალაძე, სამბუ, ფერეირა (კვირკვია 46), ყურბანოვი, მესიაჩენკო (კერძევაძე 49), დისი (ქოჩლაძე 90), ჰავიშიჩი, იმნაძე

მწვრთნელი: კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული