ქოჩორაშვილმა ვერ ითამაშა - "ლევანტე" მარცხს გადაურჩა

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის ოცდამეერთე ტურში „ლევანტე“, რომელსაც გიორგი ქოჩორაშვილი ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე „უესკასთან“ წაგებას გადაურჩა - 90+5-ე წუთზე ანდრეს გარსიას გატანილი გოლით ფრეს (1:1) მიაღწია.

ქოჩორაშვილმა მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე ტერფის მცირე დაზიანება მიიღო, გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გაერისკა და დაასვენა. ის 8 იანვარს „ტენერიფესთან“ გასვლითი დაპირისპირებისთვის მწყობრში იქნება.

„ლევანტემ“ ბოლო 4 შეხვედრიდან 3 ფრედ ითამაშა, 1 კი წააგო. ქოჩორაშვილის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 32 ქულით მერვე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული