08:54 24-12-2024
ბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
AutoSharing Option
"მეჯიქს" ტრავმების გამო გუნდის ლიდერები ფრანც ვაგნერი, მო ვაგნერი და პაოლო ბანკერო ვერ ეხმარებოდნენ.
"ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 21:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
ბითაძე ერთ-ერთ ეპიზოდში თანაგუნდელის ჯეილენ საგსის დაცვას ცდილობდა და ლატვიელ კრისტაპს პორზინგისს დაუპირისპირდა, მსაჯმა კი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და თამაშიდან მხოლოდ ქართველი კალათბურთელი გააძევეს.
"ბოსტონიდან" ჯეილენ ბრაუნი 35 ქულით, 9 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოირჩა.
"მეჯიქიდან" საუკეთესო ტრისტან და სილვა გახდა, რომელმაც 18 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
ამრიგად, 19 მოგებითა და 12 მარცხით "ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 27 დეკემბერს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.
"ბოსტონი" 22 გამარჯვებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, "კელტები" 26 დეკემბერს "ფილადელფია 76-ს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
პრიბალტიკელი)))ამით კამათი და საუბარი თავდება.ჯერ ქართული ენა გესწავლათ და მერე გამხდარიყავი ქოცტროლი,ასე აჯობებდა. თორემ ყველამ მოინდომეთ ,ჯერ პრეზიდენტობა და მერე წერა კითხვის სწავლა.
15
23
მორჩით წუწუნს და ვაივიშობას, ის რაც საქართველომ აჩვენა მსოფლიოს რბილად რომ ვთქვათ არ არის სამაგალითო, ახლა გარეთ ვეძებოთ მტრები და "შეთქმულები" თითქოს ჩვენი ნაგავი არ გვყოფნის,საკუთარი თავლა ვერ დაგვილაგებია და ახლა იქნებ უცხოპლანეტელებიც გვმტრობენ, აი საქმე, მაგარი კაცი ხარ ალექსი , შენ გაიხარე "სადღეგრძელო არ დაგავიწყდეს მტრის ჯინაზე -"ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს იმის დალაგებული ქუ--მ,"ამას ქართველის გარდა ვინმე მოიგონებდა?
16
16
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული